იდეის ნომერი: 20213
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლია ბოლქვაძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-01-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-11-30
ბიუჯეტი: 1000000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

პარკის შექმნა

1

100000

წყლით გამაგრილებელი სივრცის, პარკის შექმნა

პროექტის მიზანი:
ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკის პარკის ტერიტორიაზე წყლით გამაგრილებელი სივრცის, პარკის შექმნა. ბავშვების დასვენებისთვის მაღალი ხარისხის გასართობი და სათამაშო გარემოს შექმნა. მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის პუნქტის ფორმირება. ამ ტერიტორიის და მიმდებარე ზონის, როგორც მოქალაქეებისათვის და ტურისტებისათვის დასასვენებელი ზონის განვითარება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
სანაპირო ტერიტორია მოქალაქეებისა და ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ზაფხულის სიცხეში ბათუმელები და ტურისტები წყლით გაგრილებისკენ მიისწრაფიან. ბათუმში საზღვაო თბილი სეზონი 3 თვეზე მეტხანს გრძელდება: 14 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე. აგვისტო წლის ყველაზე ცხელი თვეა. ამ პერიოდში წყლის საშუალო ტემპერატურა აღწევს 22-26 გრადუსს, ჰაერის 27-35 გრადუსს. ბათუმის სანაპირო ზონა ძალიან გრძელია. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მათგანი არ არის ათვისებული მოქალაქეების და ტურისტების დასასვენებლად, ვინაიდან მიზიდულობის ობიექტები (კაფეები, სათამაშო მოედნები) თანაბრად არ არის განთავსებული: ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრია განთავსებულ, ხოლო დანარჩენ ტერიტორია არის ნაკლებად დატვირთული. რაც ხდის ბათუმის ისტორიულ ცენტრს უფრო გადატვირთულს ხალხით, ხოლო სანაპიროს მონაკვეთი მარია და ლეხ კაჩინსკის პარკთან ახლოს წელიწადის ყველა დროს არის ნაკლებათ ტურისტულად დატვირთული. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და „პარკში სიცოცხლის დასაბრუნებლად“ და ვინაიდან ბათუმში სიცხე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მე გთავაზობთ წყლით გამაგრილებელი სივრცის, განთავსებას ლეხისა და მარია კაჩინსკის პარკის ტერიტორიაზე.
მოსალოდნელი შედეგი:
ჩვენი პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ ბათუმს მივცეთ კიდევ ერთი ადგილი, სადაც ბავშვებსა და მათ მშობლებს შეუძლიათ საინტერესოდ გაატარონ დრო. პროექტი ასევე ხელს უწყობს ბათუმის სანაპიროზე დამსვენებლების უფრო თანაბარ განაწილებას, სანაპიროს ამ ნაწილში საკუთარი ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას შემდგომ განვითარებასთან ერთად და შედეგად, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. წყლით გამაგრილებელი სივრცის გულისხმობს სხვადასხვა სათამაშო მოედნის აღჭურვილობის არსებობას წყლის შადრევნების, წყლით გამაგრილებელი სივრცე, თაღების, მბრუნავი წყლის ბურთების, წყლის სლაიდების სახით. წყლით გამაგრილებელი სივრცის პარკი იქნება კარგი გასართობი ადგილი , როგორც ჩვილი ასევე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის. ყველა ბავშვს დაბადებიდან უყვარს წყალთან ურთიერთობა: წყლის ბარიერების აგება, ნავების გაშვება გაზაფხულის ნაკადულების გასწვრივ. ეს ყველაფერი ჩვენს წყლით გამაგრილებელი სივრცეში იქნება თავმოყრილი. მშობლებისთვის და უფროსი ასაკის დამსვენებლებისთვის განთავსდება კაფე რომელიც იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში, შესაძლებელია მოედნის ცენტრში სცენის განთავსება.წყლით გამაგრილებელი სივრცეს ექნება სასარგებლო გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე, ხელს შეუწყობს მათ გამკვრივებას და დადებითი ემოციების განვითარებას. წყლით გამაგრილებელი სივრცე გახდება ახალი მიმზიდველი ადგილი ქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო