იდეის ნომერი: 20216
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თემურ ჯაფარიძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-10
განხორციელების ვადა (მდე): 2023-08-28
ბიუჯეტი: 101000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ბათუმის პედესტალის კონცეფციის ავტორის ჰონორარი

1

10000

{

ბათუმის პედესტალის არქიტექტურული პროექტის ავტორის ჰონორარი

1

10000

{

ბათუმის პედესტალის მომზადება/მონტაჟი

1

30000

{

განსათავსებული ნამუშევრის ავოტორის ჰონორარი

1

10000

{

განსათავსებელი ნამუშევრის მომზადება/ინსტალაცია

1

20000

{

გამხელის ღონისძიების ცერემონია

1

15000

{

კომუნიკაცია/პრომო და მარკეტინგული ხარჯები

1

3500

{

გაუთვალისწინებელი ხარჯები

1

2500

დამატებით ფაილები

ბათუმის პედესტალი

პროექტის მიზანი:
ბათუმი ქანდაკებებისა და მონუმენტების სიმრავლით გამოირჩევა და შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ კიდევ ერთი სკულპტურა ზედმეტიც კი იყოს, მაგრამ პროექტი „ბათუმის პედესტალი“ უპრეცედენტო იდეაა, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ შექმნილა. შესაბამისად მისი, როგორც, ღირსშესანიშნაობის საჭიროება და პოპულარობა მარტივად პროგნოზირებადია. „ბათუმის პედესტალის“ მთავარი ამოცანაა შეიქმნას და დაიდგას პედესტალი ეგრედ წოდებული ციკოლი, პირობითად (ადგილი შეირჩევა მერიასთან თანამშრომლობით) ბათუმის საოცორებათა პარკის შესასვლელთან, რომელზეც განთავსდება სპეციალური კომისიის მიერ ან საზოგადოებრვი კონსესუსის შედეგად შერჩეული ქანდაკება, სკულპტურა ან ინსტალაცია ერთი წლის ვადით, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება და განთავსდება ახალი ნამუშევარი. შესაძლოა პედესტალზე განთავსდეს კომერციული ხასიათის ობიექტიც,რაც „ბათუმის პედესტალს“ აქცევს როგორც შემოსავლის წყაროდ ასევე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილს რეკლამისთვის. ყოველი სკულპტურის/ინსტალაციის გახსა იქნება სანახაობრივი და საინტერესო,როგორც ტურისტებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის და შესაბამისად მედიისთვისაც. პროექტის უმთავრესი მიზანია თანამედროვე ხელოვნებისა და თანამედროვე ხელოვანთა ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია საზოგადებრივი საგამოფენო სივრცის შექმნით და გამოსაფენი ადგილების ხელმისაწვდომობის კუთხით, რომელიც იქნება უსასყიდლო მნახველებისთვის. პროქტის გრძელვადიანი მიზანია, მსოფლიო ხელოვანთა დაინტერესება და მათი ჩართულობა, რათა ბათუმი გახდეს, თანამედროვე ხელოვნების ხელშემწყობი და მხარდამჭერი ქალაქი. პროქტის მიზანია: ⬬ ბათუმის პოპულარიზაცია თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა პლატფორმაზე; ⬬ თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერი სივრცის შექმნა და მისი პოპულარიზაცია; ⬬ ბათუმის წარმოჩინება, როგორც საჯარო სივრცე კულტურულისა და სოციალური ჩართულობისთვის; ⬬ საჯარო ჩართულობა და დებატები საზოგადებრივი ხელოვნების, ქალაქის დიზანისა და ბათუმის საჯარო სივრცეების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პლათფორმებზე; ⬬ თანამედროვე საზოგადო ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ⬬ თანამედროვე ხელოვნების სტანდარტის შექმნა და ხელოვანთათვის შესაძლებლობის მხარდაჭერა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის ერთ ერთი მთავარი ატრაქცია, სხვა მრავალ ღირშესანიშნაობასთან ერთად, არის ქანდაკებები და სკულპტურები,რომლებიც დროთა განმავლობაში ბათუმის სავიზიტო ბარათადაც იქცევა.ასეთია მაგალითად, ალი და ნინოს ქანდაკება, რომლის პოპულარობაც გასცდა ბათუმის ფარგლებს და ბათუმი, როგორც ქალაქი და როგორც ტურისტული ქალაქი, გააცნო მილიონობით ადამიანს და მოიზიდა ისინი. ადგილის მარკეტინგის სწორად დაგეგმვისთავის მნიშვნელოვანია სხვადსხვა შესაძლებლობის გამოყენება, რათა უფრო და უფრო მეტი მიზიდულობა ჰქონდეს ქალაქს, როგორც ადგილობრივი ისე ტურისტული თვალსაზრისით და მოიტანოს როგორც სოციალური ჩართულობა ისე, ეკონომკური სიკეთე. ბათუმში უმეტესად შეხვდებით თანამედროვე ქართველი არტისტების ქანდაკებებს და სკულპტურებს ისინი ძირითადად ბათუმის სანაპირო პარკში,ბულვარში, არის განთავსებული და ამშვენებს მას, თუმცა მსგავსი სიმბოლური სტრუქტურები დროთა განმავლობაში ისეთი ნაცნობი ხდება რომ უბრალოდ იკრაგება ურბანულ ფონზე, და ხშირად უცნობია მათი ავტორებისა თუ მნიშვნელობის შესახებ. „ბათუმის პედესტალი“ იქნება მუდმივად განახლებადი რაც გულისხმობს იმას რომ მასზე განთავსებული ობიექტი ყოველი თაობისთვის იქნება აქტუალური და იდენტიფიცირებადი. „ბათუმის პედესტალის“ თემაზე შესაძლებელია გრძელვადიან პრესპექტივაში მომზადდეს საფეხმავლო ტურები და საჯარო ლექციებიც. „ბათუმის პედესტალის“ თავისებურება მის ხასიათში, პერმანენტულ განთავსების ადგილად ქცევაშია, რაც იძლევა უნივერსალურ შესაძლებლობას რომ: ⬬ პედესტალი იყოს როგორც არტისტებისთვის შესაძლებლობა, წარმოადგნონ თავიანთი ნამუშევრები საზოგადოებრივ სივრცეში საჯაროდ და გააცნონ თავიანთი სათქმელი ფართო აუდიტორიას. ⬬ გააფართოვოს აუდიტორია ქალაქის, ავტორის, სახელოვნებო კონტექსტისა და შესაძლებლობის შესახებ. ⬬ გამოყენებული იქნეს როგორც სოციალური, ისე კომერციული დანიშნულებით, განთავსდეს ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გამომხატველი ობიექტი, მაგალითად დიდი ბურთი რომელიც ქალაქელებს და ქალაქის ვიზიტორებს ამცნობს რომ ქალაქში ჩატარდება დიდი საფეხბურთო ჩემპიონატი-რაც იმას ნიშნავს რომ ბათუმის პედესტალი შეიძლება იქცეს ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ობიექტად ბათუმში,რაც მას შემოსავლიანსაც ხდის. ⬬ „ბათუმის პედესტალი“ გახდეს ერთ-ერთი ყველზე პოპულარული ხელოვნების კომისია სადაც ბევრ არტისტს,არა მხოლოდ საქართველოდან, ექნება სურვილი თავისი ნამუშევრის წარმოდგენის . ⬬ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები ყოველთვის იყოს აქტუალური მსოფლიო თუ ლოკალური პრობლემების გასაჟღერებლად. ადგილი/ლოკაცია წარმოდგენილ პროექტში ადგილის/ლოკაციის შერჩევა ერთ ერთი მთავარი ამოცანაა, რადგან ლოკაციაზეა დამოკიდებული სრული კონცეფცია, ნამუშევრის ხედვის წერტილი, ხილვადობა, საჯაროობა და სხვა. ეს უნდა იყოს ისეთი ადგილი, რომელიც არტისტებისთვის იქნება კონცეფციის შექმნისთვის საინტერესო და ინსპირაციული. „ბათუმის პედესტალის“ ლოკაციის განსაზღვრა წინასწარ ვერ მოხერხდება, რადგან ეს თემა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ურბანული დაგეგმარება, უფლებების მოპოვება და ა.შ, შესაბამისად ადგილის შერჩევა მოხდება ბათუმის მერიასთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით. ლოკაციის შერჩევისთვის მთავარი მიზანია ეს იყოს ძალიან პოპულარული დანიშნულების ადგილი, როგორც ტურისტებისთვის,ასევე მოსახლეობისთვის. პირობითად საოცრებათა პარკის შესასვლელი. ასევე განიხილება რამდენიმე სხვა ადგილი: ⬬ ბათუმის ზღვის პორტის მიმდებარედ.(წარმოდგენილია ფოტო) ⬬ ჭაჭის სახლის მიმებარედ.(წარმოდგენილია ფოტო) ⬬ ქალაქის მერიისა და ჩართული უწყებების რეკომენდაციის შესაბამისად ასევე შესაძლებელია სხვა ადგილის განხილვა. პედესტალი პედესტალის მომზოადებისას მათავარი ამოცანაა მისი სიმაღლე (არანაკლებ შვიდი მეტრი) და სიგანე (არანკლებ 2 მეტრი) რათა შესაძლებელი იყოს მასზე განთავსდეს სხვადასხვა ზომის ნამუშევრები. მისი მომზადებისას გათვალისწინებული იქნება შერჩეული ადგილის, ურბანული გარემო და ადგილის თავისებურება. გათვალისწინებული იქნება ლანდშაფტი და გარემო და შესაბამისად შეირჩევა ფერი, მასალა. ფორმა და სხვა. პედესტალზე ნამუშევრები პერმამენტულად განთავსდება ამიტომ მისი მომზადებისას გათვალსიწნებული იქნება სამაგრები, საყრდენები და სხვა ტექნიკური საკითხები ნამუშევრების უსაფრთხოდ განსათავსებლად. გათალისწინებული იქნება ასე კომუნიკაციები, ელექტროობა, წყალი, სუსტი დენები და სხვა. კომისია და კონკურსი „ბათუმის პედესტალი“-სთვის საჭირო გახდება კომისია,შემდგარი ბათუმისა და არა მხოლოდ ბათუმის კულტურის სფეროს ავტორიტეტებისაგან.კომისიის წევრები თავად მიიღებენ გადაწყვეტილება თუ ვინ იქნება აქტუალურობისა და ქალაქის იდენტობის ჩამოყალიბებისთვის ყველაზე სათანადო კანდიდატები.ასევე “ბათუმის პედესტალზე“ განსათავსებელი ნამუშევარი შესაძლოა შეარჩიოს ხალხმა,საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად. შერჩევის პროცესი ნამუშევრის შერჩევის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან, რომელშიც ჩართულია შესაბამისი კომპტენციისა და კვალიფიკაციის წევრები და შესაბამისი უწყებები. l ეტაპი - სპეციალურად შექმნილინ კომისია ამზადებს შერჩეულ არტისტთა სიას და ნამუშევრის წარდგენის კრიტერიუმებსა და წარდგენის და შერჩევის პროცეურების დოკუმენტს. რათა ფართო საზოგადეობსითვის საჯარო გახდეს დადგენილი წესით მონაწილეობის კრიტერიუმები და წარდგენის მთხოვნები. წარდგენის მოთხოვნები ⬬ ესკიზი რომელშიც ნაჩვენები იქნება მთავარი გამოსახულება მომავალი პროექტის რომელიც განხორციელდება „ბათუმის პედესტალზე“ ⬬ პროექტის კავშირი გარემოსთან და ასევე კონცეფტის სიტყვიერი განცხადება-მაქსიმუმ 500 სიტყვა: არა უმეტეს 2გვერდისა A4 ფორმატზე. ⬬ სურვილის შემთხვევაში დამატებითი ვიზუალური მასალა ან მოდელები ll ეტაპი - კომისიის მუშაობის შედეგად შეირჩევა 5 პრეტენდენტი რომელთა ნამუშევრები და წარდგენილი ესკიზები საჯაროდ განთავსდება (ელქტრონულად). ხმის მიცემის პრინციპით საზოგადოება შეარჩევს გამარჯვებულ პრეტენდენტს, რომლის ნამუშევარიც განთავსდება 12 თვის ვადით მოთხოვნილი და აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ფინალურ ეტაპზე გადასულ პრეტენდენტის წარდგენის მოთხოვნები: 1. შესარჩევ ეპატზე წარდგენილი ნამუშევრის მაკეტის დამზადება; 2. წერილობითი კონცეფციის განცხადება-მაქსიმუმ 1000 სიტყვა; 3. ლანდშაპტთან შესაბამისობა - ესკიზური პროექტი; 4. ტოპო გეგმა ლანდშაპტის, მასშთაბის და სხვა დამატებითი საჭიროებების გათვალისწინებით; 5. გეგმა -პროექტი 6. ტექნიკური მახასიათბელების უწყისი 7. ბოუჯეტი lll ეტაპი - ფინალისტის შერჩევა - კომისიის მუშაობის შედეგად შეირჩეული 5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დასრულებული პროექტის ესკიზი (შესაბამისი დოკუემნტაციით) საჯაროდ განთავსდება (ელქტრონულად) ხმის მიცემის პრინციპით საზოგადოება შეარჩევს გამარჯვებულ პრეტენდენტის ნამუშევარი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას და მხარადაჭერას დააგროვებს საზოგადოების მხრიდან მისი ნამუშევარი განთავსდება 12 თვის ვადით საჯაროდ. მომზოადება და ჰონორარი - საფინალო ეტაპზე . ყველაზე მეტი ხმისა და მხარდაჭერის მფლობელი „ბათუმის პედესტალისთვის“ შერჩეული ხელოვანი მიიღებს ჰონორარს 10 000 ლარის ოდენობით. შერჩეული ნამუშევრის გამოსაფენად მომზადების ხარჯებს, წარმოდგენილი ბოიჯეტის თანახმად იღებს, ბათუმის მერია, შესაბამისი უწყების წარდგინებითი ბარათის საფუძველზე. „გამხელის“ ცერემონიალი- ფინალურ ეტაპზე გადასული და ყველაზე მეტი ხმისა და მხარდაჭერის მფლობელი ავტორის ნამუშევრის პედესტალზე განთავსების შემდეგ მთავარი ამოცანაა ქმნილების გამხელის გასაჯაროების ღონისძიება. ღონისძიება, რომელიც იქნება როგორც ინფორმაციული ასევე სანახაობრივი სახის. გამხელის ცერემონიალზე მოხდება სავარაუდოდ ქალაქის მერიის სიტყვით გამოსვლა ასევე შერჩეული არტისტის წინასიტყვაობა და ფარდით დაფარული ობიექტის გამხელა. ცერემონიალი ჩატარდება ტურისტულად ყველაზე აქტიურ პერიოდში, რაც ბევრის ტურისტის მობილიზაციას გულისხმობს რაც ასევე ბათუმის პედესტალის და მასზე წარმოდგენილი ობიექტის პიარისა და ბათუმის, როგორც ადგილის მარკეტინგისთვის საუკეთესო საშუალებაა. ბათუმის პედესტალის მონიტორინგი, მოვლა პატრონობა და ავტორობა. მას შემდეგ, რაც მოხდება შერჩეული ნამუშევრის ბათუმის პედესტალზე განთავსება და საჯაროობა, მისი მოვლა პატრონობის, მონიტორინგისა და სხვა დამატებით საჭიროებებს უზრუნელყოფს ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური. შერჩეული ნამუშევრის ბათუმის პედესტალზე განთავსებისთვის განსაზღვრული პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ ნამუშევარი უბრუნდება ავტორს, საკუთრების სახით, რომელსაც უფლება აქვს გაყიდოს ან გამოფინოს სხვა საჯარო თუ კერძო კოლექციაში.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის მოსალოდნელი შედეგი - წარმოდგენილი პროექტი არის უნივერსალური და ინოვაციური, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის, რაც, ასევე ხდის მას უპრეცედენტოს, შესაბამისად მისი, როგორც,ღირსშესანიშნაობის პოპულარობა,მარტივად პროგნოზირებადია ასევე სავსებით შესაძლებელია: ⬬ ბათუმის პოპულარიზაცია თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა პლატფორმაზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. ⬬ თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერი სივრცის შექმნა და მისი პოპულარიზაცია; ⬬ ბათუმის წარმოჩინება, როგორც საჯარო სივრცე კულტურულისა და სოციალური ჩართულობისთვის; ⬬ საჯარო ჩართულობა და დებატები საზოგადებრივი ხელოვნების, ქალაქის დიზანისა და ბათუმის საჯარო სივრცეების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პლათფორმებზე; ⬬ თანამედროვე საზოგადო ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ⬬ თანამედროვე ხელოვნების სტანდარტის შექმნა და ხელოვანთათვის შესაძლებლობის მხარდაჭერა.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო