იდეის ნომერი: 20218
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:66
ავტორი: დათა კობალაძე , შოთა გურგენიძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-02-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-11-30
ბიუჯეტი: 28050
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ადაპტირებული სკამების მომზადება

15

800

{

ტრანსპორტირება

15

50

{

დამონტაჟება

15

200

{

აღმნიშვნელი ნიშნის მოხატვა

15

50

{

პროექტის დასურათება, გაშუქება

1

1500

{

ბუკლეტები

500

1

{

გაუთვალისწინებელი ხარჯი

1

1000

ადაპტირებული ბათუმი

პროექტის მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან საზოგადოების ისეთივე წევრები, როგორც სხვა დანარჩენი. საზოგადოებას გვაქვს როგორც უფლება, ასევე მოვალეობა, რომ ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. სამწუხაროდ დღესდღეობითაც რეგიონშიც აქტიურდა დგას პრობლემა სპეციალური საჭიორების მქონე პირებისათვის საჭირო ინფრასტუქტურის არ არსებობისა. აუცილებელია აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები უნდა იყვნენ უფრო მეტად სოციალურები და აქტიურად ჩაერთონ საზოგადობრივ ცხოვრებაში. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ის არის, რომ შშმ პირებს გავუადვილოთ კომუნიკაცია და დავეხმაროთ მათ ადაპტაციაში, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მათ უფრო მეტი თავდაჯერებულობა იგრძნონ, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტს აქვს სოციალური მიზანი, რაც გულისხმობს ხელი შევუწყოთ შშმ პირებს კომუნიკაციის დამყარებაში სპეციალური ინფრაქტრუქტურის საშუალებით, ამ შემთხვევაში აღნიშნული დიზაინის მქონე სკამებით. ვინაიდან ქალაქში შშმ პირებს ექმნებათ ბევრი დაბრკოლება ჩვენი პროექტის მიზანია,რომ მათ უფრო გავუადვილოთ საზოგადოებასთან ურთიერთობა. გარდა ამისა, სკამს ექნება მრავალფუნქციური დატვირთვა, ასაკეცი მოწყობილობის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შშმ პირი არ იყენებს მოწყობილობას, ამით შეუძლია მოქალაქემ ისარგებლოს გამოიყენოს. აღნიშნული სკამები, ქალაქის მასშტაბით განთავსდება შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ესენია: უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, პარკის მიმდებარე ტერიტორია და სკვერებთან, იქედან გამომდინარე რომ ეს შშმ პირებს საშუალებას მისცემს, თავისუფალი დრო გაატაროს მეგობრებთან ერთად. გარდა ამისა, მსგავსი დიზაინის მქონე სკამების ქალაქის მასშტაბით განთავსებით შშმ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გარე სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნონ და უარი არ თქვან სახლიდან გარეთ გასვალზე. იქედან გამომდინარე რომ აჭარა არის ტურისტული რეგიონი, პროექტის განხორციელება დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს საერთაშორისო ასპარეზზე და რეგიონი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდება უცხოელებისათვის.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის მიზნიდან გამომდინარე, პროექტის მისალონდელი შედეგი უნდა იყოს ის, რომ შშმ პირებს გაუდავილდებათ კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათ თავი არ უნდა იგრძნონ განსხვავებულად, ეს ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას და განვითარებას თანატოლებში. შშმ პირებს გაუადვილდებათ იმ ბარიერების გადალახვა, რომელიც გამოწვეულია სპეციალური სკამების არ არსებობით. ჩვენ ამ სკამებით შევძლებთ, რომ მათ თავი ვაგრძნობინოთ საზოგადოების სრულყოფილ წევრად.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო