იდეის ნომერი: 20221
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მერაბ ქარდავა
განხორციელების ვადა (დან): 2022-12-12
განხორციელების ვადა (მდე): 2022-12-12
ბიუჯეტი: 990000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

საზღვაო ტრამვაი

3

330000

დამატებით ფაილები

საზღვაო ტრამვაი

პროექტის მიზანი:
ზღვისპირა ზოლში მოძრავი ტრანსპორტის მარშრუტეზზე ქობულეთი - მწვანე კონცხი - ბათუმი - გონიო - სარფი ჩანაცვლება და განტვირთვა საზღვაო ტრამვაის მუშაობის ხარჯზე ამავე მარშრუტებზე
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
სამი ერთეული შემოთავაზებული კატამარანის ტიპის საზღვაო ტრამვაი მითითებული ტექნიკური მაჩვენებლებით მარშრუტებზე ბათუმი-გონიო-სარფი; ბათუმი-მწვანე კონცხი-ქობულეთი; ქობულეთი-მწვანე კონცხი-ბათუმი-გონიო-სარფი შეამცირებს საცობებს. კატამარანების ეფექტიანობამ ევროპის ქალაქები და სტამბულის ბევრი მიმდებარე ქალაქი განტვირთა ავტობუსებისგან. ასევე ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის ზღვისპირა ზოლში მოძრავი ავტობუსების საზღვაო ტრამვაით ჩანაცვლების შესახებ. წარმოდგენილი საზღვაო ტრამვაის ეფექტიანობა განპირობებულია კატამარანის ტიპის სავალი ნაწილით, კონსტრუქციის სიმსუბუქით. საწვავის მცირე ხარჯვით უტოლდება საშუალო ავტობუსის საწვავის ხარჯებს. ავტობუსთან შედარებაში საგზაო ზიგზაგების არარსებობის გამო საწვავის ხარჯი მეტ შემთხვევაში უფრო ნაკლებიცაა
მოსალოდნელი შედეგი:
სამი ერთეული შემოთავაზებული კატამარანის ტიპის საზღვაო ტრამვაი მითითებული ტექნიკური მაჩვენებლებით მარშრუტებზე ბათუმი-გონიო-სარფი; ბათუმი-მწვანე კონცხი-ქობულეთი; ქობულეთი-მწვანე კონცხი-ბათუმი-გონიო-სარფი შეამცირებს საცობებს წარმოშობილს ტურისტული მოგზაურების გამო და 40%-ით განტვირთავს საავტომობილო გზებს ზღვისპირა ზოლში.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეის განხორციელება სცდება მერიის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს“ . შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო