ბავშვთა შემოქმედებითი კოლექტივების აღლუმები
პროექტის მიზანი:
ბათუმის კულტურულ-ეკონომიკური განვითარება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
საჭიროა ჩატარდეს კონკურსი და ჩამოყალიბდეს 12 შემოქმედებითი გუნდი რომელიც მოიძიებს ბათუმის სკოლებში დაახლოებით 100-მდე ბავშვს და მოამზადებს გარკვეულ პროგრამებს და მოაწყობს აღლუმს ბათუმის ქუჩებში. ბათუმშიც უნდა გამოუყოს 12 მოსახერხებელი ლოკაცია სადაც ეს აღლუმები ჩატარდება მთელი წლის განმავლობაში მოანვლეობით. ასე რომ, თითოეულ გუნდს შეეძლება ყველგან ანახოს თავისი პროგრამა. საჭიროა დაფინანსდეს კონკურსი, გუნდები და ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი:
ამით გაიზრდება ბათუმის ტურისტული მიმზიდველობა, განვითარდება სამკერვალო თუ საკონდიტრო წარმოება. ექნება კიდევ სხვა დადებითი შედეგებიც (ბავშვების განათლების დონის ამაღლება, სხვა წარმოებების თუ სავაჭრო ობიექტების განვითარება და სხვა).
კომენტარები