იდეის ნომერი: 20225
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გიორგი კიწმარიშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-12-28
ბიუჯეტი: 190000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

სცენარისტის ჰონორარი

1

5000

{

ავტორები,(პროდიუსერი,რეჟისორი,მსახიობები,მთავარი გმირები,მასოვკა)

1

50000

{

წარმოების ხარჯები

1

100000

{

წარმოების შემდგომი ხარჯები

1

30000

{

სხვა ხარჯები

1

5000

კინოპროექტი "ილია"

პროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კინოპროექტის ამოცანაა, რომ აჭარაში შეიქმნას სრულმეტრაჟიანი კინოფილმი,რომელშიც დასაქმდებიან მხოლოდ ადგილობრივი ხელოვანები,იქნება ეს მსახიობი,რეჟისორი,სცენარისტი,ოპერატორი თუ გრიმის სპეციალისტი. პროექტის მიზანია ადგილობრივი კინო-ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა,დამწყები თუ გამოცდილი ხელოვანების დასაქმებით და ღირებული კინოპროდუქტის შექმნით,რომელიც თემატურად და ვიზუალურად იქნება ფოკუსირებული ბათუმზე და მის ავთენტურ ყოფა-ცხოვრებაზე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იქცევდა რეჟისორების ყურადღებას და ამ პერიოდიდან მოყოლებული, არაერთხელ ქცეულა ქართული თუ უცხოური ფილმების გადასაღებ მოედნად. ბათუმის, როგორც კინოგადაღების ადგილის გამოყენების ტენდენცია ამჟამადაც აქტუალურია,თუმცა,აჭარაში კინო ინდუსტრია მნიშვნელოვნად მაინც ვერ ვითარდება,რაც საკმაოდ დიდ პრობელამს ქმნის ადგილობრივი ხელოვანთათვის.აჭარაში არსებობს „ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“,რომელიც ყოველწლიურად უშვებს ათობით კვალიფიცირებულ კურს დამთავრებულ რეჟისორს,მსახიობს და ა.შ. მაგრამ მათ არ აქვთ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება ამავდროულად ისინის ვერ იღებენ სათანადო გამოცდილებას კინოპროექტზე მუშაობისა,რაც ხელოვანების პროფესიულ განვითარებას ხელს უშლის. „ილია“ წარმოადგენს სრულფასოვან კინოპროექტს რომელიც დაფინანსების მოპოვების ეტაპზეა .პირველი ეტაპი რაც გულისხმობს სცენირის დაწერას,განხორციელებულია მასზე ახალგაზრდა ბათუმელმა დრამატურგმა გუგა მგელაძემ იმუშავა.მეორე ეტაპია ფინანსების მოპოვება.დაფინანსების შემთხვევაში,მოხდება ქასთინგის ჩატარება,შეიკრება შემოქმედებითი ჯგუფი,რომელიც მოცემული კინოპროექტის რეალიზებას უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი:
ფილმის კონცეფცია მისაზიდია საერთაშორისო კინოფესტივალებისათვის და იძლევა საშუალებას, ფილმი გავრცელდეს უცხოურ ბაზარზე. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს: • ფილმის გადაღებებში მონაწილე ხელოვანთა პროფესიულ განვითარებას; • პროექტში ჩართულ პირებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას; • რეგიონში კინოხელოვნების განვითარებას, ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერებას; • ბათუმის გადაქცევას კინოგადაღებებისათვის მიმზიდველ ლოკაციად.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეის განხორციელება სცდება მერიის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს“ . შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო