იდეის ნომერი: 20226
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ამირან მეგრელიძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-12-12
განხორციელების ვადა (მდე): 2023-12-12
ბიუჯეტი: 24000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ხელფასი

12

2000

სამედიცინო სფეროს მეტი ხელმისაწვდომობა და პრევენცია ადრეულ ასაკში

პროექტის მიზანი:
მოგეხსენებათ რომ ნებისმიერ ასაკში დღეს სტიმატოლოგიური მომსახურეობა ფუფუნებაა, რის გამოც მოსახლეობას( ბავშვები, პენსიონრები,შშმ პირების და ა.შ.) რიგ შემთხვევებში თავს არიდებენ დროულ ვიზიტს ექიმთან, რაც თავისთავად მიზეზია უკვე დაავადებების არადროული გამოვლინების.ვთვლი რომ ქალაქის მერიის დახმარებით შევძლებ ამ პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოგვარებას. რაც ძალიან დადებითად აისახება როგორც ზემოთაღნიშნულ პირებზე ისე ბათუმურ ატმოსფეროზე. ვიყოთ პირველები ვინც შევთავაზებთ მთელი წლის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს და რაღაც დოზით კვლევებს სრომაროლოგიურ მომსახურებაში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
თუ იდეა გაიმარჯვებს, 1 წლის განმავლობაში ქ. ბათუმის მოსახლეობას ( ბავშვებს, პენსიონერებს,შშმ პირებს )საშუალება ექნებათ უფასო სტომატოლოგიური კონსულტაცია და სადიაგნოსტიკო რიგი მომსახურება მიიღონ.
მოსალოდნელი შედეგი:
ნაადრევ ასაკში რიგი დაავადებების პრევენცია, განსაკუთრებით ბავშვებში. დროული გამოვლინება რიგი დაავადებების და მკურნალობის სწორი გზის არჩევაში დახმარება უფასოდ პენსიონერებს. შშმ პირების ასევე პირველადი სტომატოლოგიური დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეის განხორციელება სცდება მერიის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტბი უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსიელბებს“ . შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო