იდეის ნომერი: 20076
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გიორგი დოლიძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-01-20
განხორციელების ვადა (მდე): 2020-04-30
ბიუჯეტი: 250000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

მაგიდა

4000

120000

{

სკამი

8000

10000

{

მაგიდის გადასაფარებელი

4000

6000

{

სახელფასო განაკვეთი

200

9600

{

სატვირთო მანქანის მომსახურება

3

600

{

წამომადგენელი გინესის რეკორდებიდან

2

6000

{

ჭურჭელი მაგიდისათვის

8000

1600

დამატებით ფაილები

ერთად დავამყაროთ რეკორდი და ვაზიაროთ მსოფლიო ქართულ კულტურას

პროექტის მიზანი:
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას ქალაქის კულტურულ საქმიანობაში, მოქალაქეთა ერთიანობის ინიცირებას, მსოფლიოს ყურადრების ქვეშ საქართველოს ეროვნული ღირებულებების მოქცევასა და წარმოჩენას. ამ პროექტის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ვაზიაროთ სუფრის კულტურას და ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ, ქართველები სუფრას ვშლით მათთვის და ვსხდებით ერთ მაგიდასთან მათთან ერთად ვინც იმსახურებს და ითვლება ჩვენ ოჯახის წევრად. ხოლო საქართველო, კერძოდ ჭარა არის ის დიდი ოჯახი სადაც ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. რაც უფრო მეტი მეგობარი გვყავს გარეთ მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ!
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმობის კვირეულში, მაშინ, როდესაც ქალაქი ემზადება ტურისტული სეზონის გასახსნელად, ბათუმის ბულვარში გაიშლება 4 კილომეტრიანი "სუფრა" (2019 წლის რეკორდი დამყარდა 3189,93 მეტრის მაგიდით). სუფრის გაშლის პროცესში შეიძლება ჩაერთოს საქართველოში ოპერირებადი კომპანიები, განსაკუთრებით კი რესტორნები და კაფე-ბარები, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუკეთონ რეკლამა თავიანთ ბრენდს და წარმოადგინონ თავიანთი კერძები და სასმელები. პროექტში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა, თითოეულ ადამიანს შეეძლება მოიტანოს თავისი მომზადებული კერძი და წვლილი შეიტანოს მსოფლიო რეკორდის დამყარებაში. პროექტი გაზრდის რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით. გინესის რეკორდების სიაში მოხვედრით საქართველო პოზიტიური ნიშნით მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ. დაინტერესდება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო მედია. ბათუმში გაზრდილი უზარმაზარი სუფრა იქნება სტუმართმოყვარეობისა და კეთილგანწყობის სიმბოლო, ერთგვარი მოწოდება იმასთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ხელგაშლილი დახვდეს სტუმარს. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის პოპულარიზაციას.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმში დამყარდება მსოფლიო რეკორდი; მსოფლიო გაიცნობს სიტყვა "სუფრა"-ს, როგორც ქვეყნის ეროვნულ ღირებულებას; გაიზრდება ინტერესი რეგიონის მიმართ; გაიზრდება ტურისტული ნაკადი; რეგიონი აღმოჩნდება მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ; ბათუმის ისტორიას შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო