ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20146
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ანა ნიქაბაძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-02-02
განხორციელების ვადა (მდე): 2021-05-30
ბიუჯეტი: 60000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ველოგაჩერების კონსტრუქცია (ველოპარკი)

10

4000

ველოსიპედის შეკეთების ხელსაწყო კარადა

5

1500

სათვალთვალო კამერა (ვიდეო-კამერა)

10

400

ველოგაჩერების ადგილის ესკიზის შექმნა

1

6000

ბრენდირებული მაისურები (საინიციატივო ჯგუფის მიერ საინფორმაციო კამპანიის ჩატარების დროს, ველოკლუბ Love to Ride Batumi-ისა და

100

25

დამატებით ფაილები

"ბათუმი-ველოქალაქი"

პროექტის მიზანი:
"ბათუმი-ველოქალაქი" პროექტის მიზანია ველომომხმარებელთათვის ადაპტირებული და ინკლუზიური ველოგარემოს შექმნა. ასევე, ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობაზე ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა. ბათუმის გეოგრაფიულ-ლადშაპტური მონაცემები შესაძლებლობას იძლევა ქალაქმა გააგრძელოს ველოგარემოსა და ველოუსაფრთხოების გაუმჯობესების პოლიტიკა. ველოინკლუზიურობის უზრუნველყოფის მიზნით პროექტში გათვალისწინებულია ბათუმის ადინისტრაციული საზღვრების შიგნით, ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხო ველოგასაჩერებელი ადგილების, ველოსიპედის შესაკეთებელი ხელსაწყო კარადებისა მოწყობა-განთავსება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის დასაბუთება/საჭიროება გამოდინარეობს რამდენიე მნიშვნელოვანი გარემოებიდან: ქვეყნის მასშტაბით ბათუმი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი იყო, რომელმაც 2011 წლიდან არამოტორიზებული სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებას შეუდგა. პროექტის იდეა ქალაქში არამოტორიზებული პოლიტიკის არაეფექტიანად განხორციელებას მოჰყვა, რაც გულისმობს იმას, რომ დღესდღეობით ბათუმში ველოსიპედით გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე, ქალაქს არ გააჩნია ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობის უსაფრთხოების გეგმა ან/და სტრატეგია, როგორც ეს გერმანიის შემთვევაშია, სადაც ქალაქებს (100,000-ი და მეტი მოსახლეობა, მაგ: ქ. დრეზდენი) გააჩნიათ დროში ეტაპობრივად შესასრულებელი მიზნები, რაც "ველოსიპედით გადაადგილების ეროვნული გეგმების" (National Cycling Plans) სახელითაა ცნიბილი. ამასთანავე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულების აქტიური პერიოდი 2020 წლიდან დაიწყო და წარმოდგენილი პროექტის საჭიროება თანხვედრაშია ქვეყნის მიერ აღებულ გარემოსდაცვით და მდგრადობის გაუმჯებესების ვალდებულებათა შესრულების დაგეგმარებასთან დროში; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და თანამშრომლობა ეროვნული პლატფორმის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტბის ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის უწყებებთან გააძლიერებს რეგიონების მუნიციპალიტეტბში დემოკრატიულ მმართველობას და გადაწყვეტილებათა მიღებაში საზოგადოების ჩართულობას ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუვნელოფის ჩათვლით ადგილობრივ დონეზე, მდგრადი განვითარების მიზნების - 2030 მისაღწევად. მდგრადი ენერგეტიკული სამოქამედო გეგმის ფარგლებში გასათვალისწინებელია ტრანსპორტიდან მიღებული სათბური გაზების გაფრქვევის დონის შემცირება. სწორედ ამიტომ, ველოსპიედის, როგორც ეკოლოგოიურად სუფთა ტრანსპორტის სახეობის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, შეამცირებს გარემოზე მიყენებულ ზიანს და გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ავსტრიაში ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი იღუპება არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო, ვიდრე ველოსიპედით გადაადგილებისას მიყენებული ტრამვებისას. ველომომხმარებლებს, მათ ვინც სამსახურში სისტემატიურად გადაადგილდებიან, უწევთ ველოსიპედების გაჩერება განათების ბოძებზე (რაც არ არის უსაფრთხო), ან ხეებზე , რიგ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ ახერხებენ ველოსიპედის უსაფრთხონ პარკირებას. ამასთან ბათუმის კლიმატური მონაცემებიდან გამომდინარე ამინდი ხშირად ცვალებადია, რაც წვიმიან ამინდში ქმნის სერიოზულ დაბრკოლებას ველოსიპედის ღია სივრცეში გასაჩერებლად. გარდა ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილებისა ქალაქში არ არსებობს ადგილები, სადაც ველომომხმარებელბს შესაძლებლობა ექნებათ ველოსიპედის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დამოუკიდებლად შეაკეთონ ის. საჭიროა საზოგადოებრივი მოხმარების ველოსიპედის ხელსაწყოების კარადის დადგმა, ველოგაჩერებებთან, რაც განსაკუთრებით დაეხმარება მათ ვინც ველოსიპედს არამხოლოდ ქალაქის საზღვრებში, არამედ მის საზღვრებ გარეთაც აქტიურად იყენებს. ბოლო პერიოდში (გასაკუთებით პანდემიის დროს) ადგილობრივ თემში ველოტრანსპორტის მოხმარება გაიზარდა (ამაზე მოწმობს ველოსიპედების გაყიდვები. ადგილობრივი ველოდილერები აღნიშნავენ რომ პანდემიის პერიოდში ველოგაყიდვებმა 100-150 %-ით იმატა). მომავალში, როდესაც ველოსიპედის მომხმარებელთა რიცხვის მატებაა აშკარად მოსალოდნელია, ქალაქში აუცილებელია ისეთი სახის ველოინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც ველოსიპედის გაჩერება დაბრკოლებების გარეშე იქნება შესაძლებელი. პროექტი გამოიყენებს გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი წარმომადგენლობის (UNDP) მიერ ჩატარებულ კვლევას, სადაც იდენტიპიცირებულია ველოგასაჩერებელი ადგილებისთვის გამოყოფილი ზონები (იხ: https://bit.ly/2Yh9qML). წარმოდგენილი პროექტი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სამოდელო და განმეორებადი საქართველოს სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებისათვისაც.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: 1. 10 ველოგაჩერების ადგილის დამონტაჟება. ველოგაჩერების ზონები წინასწარაა შერჩეული და ემყარება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის კვლევას; 2. 5 ველოსიპედის შესაკეთებელი ხელსაწყოების კარადა. ველომომხმარებელთათვის კიდევ უფრო ინკლუზიური და მოსახერხებელი გარემოს შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი გამოყენების შეკეთების ხელსაწყოებზე წვდომა. აღნიშნული ყუთების არსებობა იმედისმომცემია მათთვისაც ვინც ველოსიპედით შორ მანძილზე ხშირად გადაადგილდება; 3. უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის მიზნით ახლად დამონტაჟებულ ველოგაჩერების ადგილებში მნიშვნელოვანია სათვალთვალო კამერის განთავსებაც, რათა განხორციელდეს მონიტორინგი; 4. ველოგაჩერების ესკიზის შექმნა საშუალებას მოგვცემს, როგორც მისი ინტერიერი ისე ექსტერიერი მორგებული იყოს ქალაქის სივრცითი განაშენიანების სტანდარტებთან; 5. საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიზნით დაიბეჭდება ლიფლეტები და ბროშურები ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და გავრცელდება „შენი იდეა ბათუმის“ პროექტში მონაწილე ყველა საინიციატივო ჯგუფში, მუნიციპალტეტბსა და სამთავრობო უწყებებში.

კომენტარები

  1. 2020-08-19 16:19:38 მამუკა დარჩია

    დამატებით სასურველია შენდეგი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ცოდნა: 1) ხელსაწყოების კარადაში მხოლოს კარადა იგულისხმება თუ თვით ხელსაწყოებიც და როგორია მატი კომპლექტაცია, რამდენად შეესაბამება ის ველოსიპედის შეკეთების საჭიროებებს? 2) თუკი პროექტი ითვალისწინებს ველოგაჩერების 10 ადგილის მოწყობას, რამდენად საკმარისია მთლიანობაში ხელსაწყოების 5 კარადა? 3) ვიდეოკამერების ნაწილში არის თუ არა გათვალისიწებული ჩამწერი მოწყობილობების (ე.წ. რეგისტრატორი), უწყვეტი კვების ბლოკის, დაქსელვის, მონტაჟისა და შემდგომი მომსახურების, ასევე მოხმარებული ელ;ექტროენერგიის დანახარჯები?

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო