კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20170 მობილური კინოთეატრი

პროექტი გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ქართული კინო-ხელოვნების მიმართ, გააცნობს მათ კინოხელოვნებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხერხებს და უახლეს ტენდენციებს. პროექტი „მობილური კინოთეატრის"–ის განხორციელების არსი ასევე იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტების დიდ ნაწილს ხშირად არ აქვთ საშუალება იხილოს ახალი ქართული კინოპროდუქცია, ასევე კინო-ინდუსტრიაში არსებული სიახლეების შესახებ უმეტესობა იღებს ინფორმაციას ტელევიზიიდან ან ინტერნეტიდან სადაც ინფორმაცია არის დიდი რაოდენობით მოცემული და არ არის სტრუქტურირებული. ჩვენი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაინტერესებულ სტუდენტებს ინფორმაციას მიაწვდიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კინოჩვენების, შემდეგ მოაწყობენ განხილვას და უპასუხებენ ყველა იმ კითხვას რომელიც მაყურებლებისთვის იქნება საინტერესო. პროექტის ინტერაქტიულობა არის მისი მთავარი პლიუსი. პროექტის არსია გააცნოს ახალგაზრდებს ახალი ქართული კინო და მოახდინოს ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაცია. კინო როგორც ხელოვნება, ძალიან მრავალმხრივია და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის ინტერაქციის საშუალებაც გახდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, სულ უფრო პოპულარულები ხდება კინოხელოვნების სხვადასხვა მიმართულებები, როგორიცაა სერიალი, დოკუმენტალისტიკა, კინონოველები და მანიფესტები, მოკლემეტრაჟიანი რგოლები, ვიდეოარტები და ა.შ. ბევრი ქვეყანა საკუთარ კინოინდუსტრიას იყენებს როგორც ტურიზმისა და კულტურის ეკონომიკის გამაძლიერებელ ფაქტორს.

სოფიკო თოქმაჯიშვილი
2020-09-05

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20172 უქომაგე ბათუმში

ზაფხულის სეზონის დასაწყისში, ერთთვიანი მასშტაბური უფასო სპორტულ-გასართობი სანახაობის მოწყობა ბათუმელი სპორტის მოყვარულებისთვის. პროექტის სოციალური მხარე - ახალგაზრდებისა და სტუდენტების დასაქმება და ხელშეწყობა სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - ბათუმის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ფანკლუბების წევრებით დაკომპლექტებული გუნდებს შორის. საგანმანათლებლო ასპექტი - მონაწილე ქვეყნების ისტორიისა და კულტურის გაცნობა, კონცერტები, კულინარიული შოუები, შეხვედრები. გართობა - მონაწილე გუნდების ფანკლუბების მოწყობა, თემატური კონცერტები და შოუები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან - სახალხო საუბრების ფორმატი. ურთიერთობა კერძო სექტორთან - საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია (საკვები, და ა.შ), ადგილობრივი რესურსის მაქსიმალური ჩართვა.

ირაკლი აბულაძე
2020-09-05

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

#20146 "ბათუმი-ველოქალაქი"

"ბათუმი-ველოქალაქი" პროექტის მიზანია ველომომხმარებელთათვის ადაპტირებული და ინკლუზიური ველოგარემოს შექმნა. ასევე, ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობაზე ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა. ბათუმის გეოგრაფიულ-ლადშაპტური მონაცემები შესაძლებლობას იძლევა ქალაქმა გააგრძელოს ველოგარემოსა და ველოუსაფრთხოების გაუმჯობესების პოლიტიკა. ველოინკლუზიურობის უზრუნველყოფის მიზნით პროექტში გათვალისწინებულია ბათუმის ადინისტრაციული საზღვრების შიგნით, ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხო ველოგასაჩერებელი ადგილების, ველოსიპედის შესაკეთებელი ხელსაწყო კარადებისა მოწყობა-განთავსება.

ანა ნიქაბაძე
2020-08-16

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20158 თანამედროვე ხელოვნების კედელი - გალერეა

ბათუმი არის ტურისტული ქალაქი, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების წარმოსაჩენად ესაჭიროება ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები. ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს, ტრადიციულ კულტურულ სანახაოებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობა. დღეს ასეთი ლოკაციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებში. ასევე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ნამუშევრები გააცნონ ფართო საზოგადოებას. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი და უცხოელი ხელოვანები.

ლევან გელიაშვილი
2020-09-04

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20161 ქართული ჭიდაობის აკადემია

მომავალი თაობების სწორად აღზრდისათვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რომელიც ინტელექტუალურ განათლებასთან ერთად იქნება შედეგის მომტანი. ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია. ის უფრო გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ვიდრე საქართველოს ზღვისპირეთში. ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „ქართული ჭიდაობის აკადემია“ ჩამოყალიბება ბათუმში. ამ მხრივ ბათუმის პირობები ძალიან ხელსაყრელია სხვადასხვა მიზეზების გამო: ბათუმი არის ევროპის სპორტული ქალაქი, განვითარებულია როგორც საერთაშორისო. ისე შიდა ტურიზმი, ბათუმში არსებობს ქართული ჭიდაობის სექციები და ასევე მოქმედებს ქართული ჭიდაობის მზრუნველთა საბჭო. ეს წინაპირობები კარგ საფუძველს იძლევა, რომ იდეაში არსებული „ჭიდაობის აკადემია“ ჩამოყალიბდეს და მიიღოს მსურველები.

პაატა ურიადმყოფელი
2020-09-04