სპორტული ინფრასტრუქტურა

#20193 აირსოფტის ექსტრიმ ტურნირი ბათმში

პირველ რიგში მოგახსენებთ თუ რა არის აირსოფთი(სტრაიკბოლი), აირსოფტი არის სპორტული სამხედრო სიმულატორი(თამაში) რომელიც შეიქმნა იაპონიაში და დღეს-დღეობით საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს საქართველოშც, მე უკვე 7 წელია ვარ დაკავებული სპორტის ამ სახეობით, საკუთარი სახსრებით შევიძინე სათამაშდ საჭირო იარაღი და აღჭურვილობა რომელიც ნამდივილის ანალოგია და ამით რეალიზმს ჰმატებს სპორტის ამ სახეობას, ვგეგმავ სხვადასხვა სპეცოპერაციებს(მაგალითად მძევლის გადარჩენა, გამაგრებული პოზიციის შტურმით აღება, დროშების გათავისუფლება და ასე შემდეგ) რომლებიც სხვა მსგავს(პეინტბოლთან) სპორტულ სახეობებთან შედარებით უფრო რეალურია და მონაწილეებისთვისაც გაცილებით საინტერესო. აირსოფტის თამაში გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ ამის გამო ძალიან ბევრი მოხალისე რომლებიც მიკავშირდება ფეისბუქ გვერდზე ვერ ახერხებენ თამაშზე დასწრებას, ხოლო ჩემი იდეით ხელმისაწვდომი გახდება ამ დიდ ტურნირში მონაწილეობის მიღება, ტურნირი გაგრძელდება მთელი სეზონის განმავლობაში, რითაც ჩვენს ახალგაზრდებს ცოტაოდენით მაინც ონლაინ თამაშებიდან გამოვიყვანთ რეალურ სამყაროში და ვაჩვენებთ, რომ იმ ემოციების მიღება არამხოლოდ ონლაინის მეშვეობით არამედ რეალურ სამყაროშიც არის შესაძლებელი. აირსოფტის თამაშები ძირითადად ტარდება სხვადასხვა მიტოვებულ ტერიტორიებზე ან ტყეებში, ჩვენს მიერ გამოყენები ტყვიები გახლავთ „ბიო“ და ზიანს არ აყენებს ბუნებას.

სპარტაკ წულუკიძე
2022-11-19

სპორტული ინფრასტრუქტურა

#20194 ღია საკალათბურთო მოედანი პარკში

სამწუხაროდ ბათუმში არ არსებობს არც ერთი ღია საკალათბურთო მოედანი (რათქმაუნდო თუ არ ჩავთვლით ეზოებში მწვანე ნოხის საფარიან მოედნებს, სადაც თამაში და თავშეყრა სახიფათო და მაცხოვრებელთათვის შემაწუხებელია). ამიტომ ვფიქრობ საუკეთესო ინვესტიცია შეიძლება გახდეს ახალი მოედნის შექმნა მოსწავლე ახალგაზდობის პარკში, დელფინარიუმის უკან არსებული უადგილო და სრულიად გაუმართლებელი ავტოსადგომის ტერიტორიაზე. აღნიშნული ლოკაციის არჩევით პარკი განთავისუფლდება ავტომობილების უაზრო და გაუმართლებელი ტრაფიკისაგან და ხარისხობრივად მაღალ საფეხურზე აწევს თავის მნიშვნელობას როგორც სარეკრეაციო ზონა. ღია საკალათბურთო მოედნის გაჩენა უდიდესი საჩუქარი იქნება როგორც კალათბურთის მოყვარულთათვის, ასევე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ტურისტებისთვის და ახალგაზრდობისათვის. ეჭვგარეშეა რომ ახალი ხარისხიანი სპორტული ლოკაციის გაჩენა ყველასათვის პოზიტიური და სასიამოვნო ჟესტი და სჩუქარი იქნება ქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან. რაც შეეხება ამ პროექტის უპირველეს მიზანს და დანიშნულებას, ესენია : ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში, მათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა, ახალი ურთიერთობის და მეგობრების შეძენის საშუალება, კალათბურთის და სპორტის მოყვარულთათვის უსაყვარლესი ლოკაციის გაჩენა შუა გულ ქალაქში, პარკის როგორც სარეკრეაციო სივრცის ხარისხის და მნიშვნელობის ახალ საფეხურზე აყვანა, ქალაქის სტუმრებისა თუ ტურისტებისთვის ახალი სპორტული ლოკაციის შექმნა.

ლევან მამალაძე
2022-11-20

საგზაო/სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

#20195 ქვეითთათვის განკუთვნილი საფეხმავლო ხიდები გზებზე

გამომდინარე იმ სამწუხარო სტატისტიკიდან და რეალობიდან რომელიც არსებობს ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმაჩნია ქვეითთათვის გზის გადასასვლელი ხიდების შექმნა ქალაქის რამოდენიმე ლოკაციაში (საუკეთესო იქნება საპატრულო პოლიციის დახმარებით ყველაზე მოწყვლადი ლოკაციების დადგენა). პორტის მიმდებარეთ არსებული ხიდიდან მომავალი ავტომობილების ნაკადს სამწუხაროდ არაერთი ქვეითი ემსხვერპლა. პორტის კედლის გასწვრივ არსებული გზაზე, საფეხმავლო გადასვლისას შეუძლებელია ხედავდე ავტომობილს ორივე მხრიდან, გზის სიმრუდის გამო. ასევე მაგალითად დელფინარიუმის წინ არსებული მუდმივი საცობი ტურისტების დიდი ოდენობით გზის გადაკვეთის გამო, განსაკუთრებით ზაფხულობით, ადვილად შეიძლება განიტვირტოს ერთი საფეხმავლო გადასასველი ხიდის არსებობით.

ლევან მამალაძე
2022-11-20

უპატრონო და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები

#20202 ბათუმი მიუსაფარი ძაღლების გარეშე!

ბათუმში უპატრონო ძაღლების გადაშენება, ქალაქი ძაღლების გარეშე, სადაც ყველას შეუძლია თამამად გაიაროს, ძაღლები ჩემი ქვეყნის სირცხვილი გახდა, ევროპის ქვეყანაშებში არყავთ დამგეშებული მიუსაფარი ძაღლები.... და რატომ გახდა ეს პრობლემა მოუგვარებელი საქართველოში, ბევრი ცხოველთა დამცველები ამბებონე რომ კარგია როცა დამგეშებული 20 /30 ძაღლი ერთად დაბორიალებს ბათუმის ქუჩებში.... ეს მიუთითებს რომ ჩვენი ქალაქი პროვინცია... იმედია ოდესმე მაინც გამოსწორდება ეს საკითხი... რადგან ბევრი ფიქრობს რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა და ძაღლები აღარავის ახსოვს... თუმცა ეს პრობლემა უპირველესია და სირცხვილია....

დიანა ხავლოშვილი
2022-12-05

კულტურა

#20210 შაბათ- კვირის გამოფენა

პროექტის მიზანია ბათუმს, როგორც ტურისტულად მზარდ ქალაქს გაეზარდოს ცნობადობა თავისი თვითმყოფადობიდან გამომდინარე. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა ტიპის ფესტივალების, გამოფენების და მსგავსი ღონისზიებების მოწყობასთან ერთად შეიქმნას მუდმივი საგამოფენო სივრცეები, სადაც ქალაქი ვიზიტორებს მუდმივად შეეძლებათ ნახონ ის სიკეთეები, რაც დამახასიათებელია ამ ქალაქისა და ქვეყნის ნაწილისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივ მეღვინეებს და ალკოჰოლური სასმელების ტრადიციულ მწარმოებლებს მიეცეთ საშუალება მრავაფეროვანი არჩევანი შესთავაზონ ქალაქის ვიზიტორებს. საამისოდ საწყის ეტაპზე სასურველია ე.წ. ჭაჭა თაუერის ტერიტორიაზე მოეწყოს შაბათ-კვირის სადეგუსტაციო გამოფენა. ეს ქალაქის ვიზიტორებს სასუალებას მისცემს ერთ სივრცეში ნახონ და მიირონ ინფორმაცია რეგიონში არსებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ცნობილ და არაცნობილ ნაირსახეობებს გაეცნონ, დააგემოვნონ და უფრო ზუსტად დაგეგმონ თავიანტი გასტრონომიული ტური.

ემზარ დიასამიძე
2022-12-11

ქუჩების, სკვერების, პარკების და სხვა საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა

#20212 მეხსიერება

პროექტის მიზანია რკინის მონუმენტის დადგმა ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის პირას. ნამუშევარი წარმოადგენს სიმბოლურ კომპოზიციას, რომელიც ეყრდნობა რკინის სვეტს.სვეტის თავზე მოთავსებულია ნახევარწრიული ფორმის ასო ბგერა "ა", რომელიც აჭარას აღნიშნავს. მასზე სიმეტრიულად დატანილია 6 დისკი ქალაქ ბათუმის აღმნიშვნელი ასოებით - "ბათუმი". კომპოზიციის ცენტრში დამონტაჟებული იქნება გემი "არგო", რაც კოლხეთში არგონავტების მოგზაურობას, შავი ზღვის მშნიშვნელობას, ჩვენი რეგიონის და ქალაქის მსოფლიო კულტურულ პროცესებში ინტეგრირების ასახვას.

გიორგი ხიტირი
2022-12-11