მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები

#20037 უფასო ინტერნეტი ცენტრალურ პარკში

პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის ცენტრალური პარკის ვიზიტორებისათვის დამატებითი მომსახურების შეთავაზება - უფასო Wi-Fi ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფა პარკის ტერიტორიაზე. Wi-Fi ინტერნეტ კავშირის სერვისი ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების მოზიდვას, ასევე ე.წ HotSpot ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ღონისძიებების, კაფეებისა თუ რესტორნებისთვის დამატებითი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობა. მოცემული პროექტის ფარგლებში გამოყენებულ იქნება AdWave მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმოდგენს ე.წ Hotspot ტექნოლოგიას და იძლევა საშუალებას განახორციელო მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანიები Wi-Fi უსადენო კავშირის სისტემების გამოყენებით. პლატფორმა AdWave წარმოადგენს ეფექტურ WIFI მარკეტინგის ინსტრუმენტს, რომელიც გთავაზობთ თქვენს მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების და უკუკავშირის მიღების ახალ გზას.

ვლადიმერ კუვშინოვი
2019-06-07

მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები

#20033 ENERGY BOX

ქალაქი ბათუმი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.სამწუხაროდ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ახალი სერვისების შეთავაზების კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც წესი სერვისების განვითარების კუთხით ყველაზე ეფექტურია კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები, თუმცა სახელმწიფოს ვალია წაახალისოს და ხელი შეუწყოს მსგავსი ინიციატივების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებას. ჩვენი საზოგადოება მათ შორის ბიზნესიც ინოვაციური სიახლეებისადმი სიფრთხილით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ საზღვარგარეთ აპრობირებული პროექტის - „ENERGY BOX“ - ის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტით.

სულხან მეფარიშვილი
2019-06-04