უპატრონო და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები

#20202 ბათუმი მიუსაფარი ძაღლების გარეშე!

ბათუმში უპატრონო ძაღლების გადაშენება, ქალაქი ძაღლების გარეშე, სადაც ყველას შეუძლია თამამად გაიაროს, ძაღლები ჩემი ქვეყნის სირცხვილი გახდა, ევროპის ქვეყანაშებში არყავთ დამგეშებული მიუსაფარი ძაღლები.... და რატომ გახდა ეს პრობლემა მოუგვარებელი საქართველოში, ბევრი ცხოველთა დამცველები ამბებონე რომ კარგია როცა დამგეშებული 20 /30 ძაღლი ერთად დაბორიალებს ბათუმის ქუჩებში.... ეს მიუთითებს რომ ჩვენი ქალაქი პროვინცია... იმედია ოდესმე მაინც გამოსწორდება ეს საკითხი... რადგან ბევრი ფიქრობს რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა და ძაღლები აღარავის ახსოვს... თუმცა ეს პრობლემა უპირველესია და სირცხვილია....

დიანა ხავლოშვილი
2022-12-05

უპატრონო და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები

#20209 ჩვენი ბათუმელი ცუგუნები

შევუქმნათ მიუსაფარ ცხოველებს მინიმალური პირობები,რათა შეძლონ მათ თავის გატანა ქუჩებში.ჩავუდგათ მიუსაფარ ცხოველებს სახლუკები სხვა და სხვა ლოკაციებზე,მივაბაროთ სახლუკები მიმკედლებლებს,რომლებიც ყოველ დღე ნახულობენ და კვებავენ მიუსაფარ ცხოველებს.ქალაქის ტერიტორიაზე ისეთ ადგილებში,სადაც ხშირად ვხედავთ მიუსაფარ ცხოველებს დაიდგას წყლის და საკვების ჯამები(მოისაზრება სკვერები,ბულვარის და პარკის ტერიტორია,ასევე მთავარი ქუჩები). დაყენდეს საბმელის დასამაგრებელი კაუჩუკები ბანკების,აფთიაქების,მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების კედლებზე(ამით თავიდან ავიცილებთ იმ დისკომფორტს,რასაც ძირითადად პატრონები აწყდებიან მსგავს ადგილებში,ვერ შედიან ცხოველთან ერთად). ასევე აუცილებელია სკვერების,პარკების,ბულვარის და მთავარი ქუჩების ტერიტორიაზე დამონტაჟდეს სპეციალური ბოქსები კაკეტებით( ეს იმისთვის,როდესაც ცხოველი მოისაქმეს მიხედოს პატრონმა ქუჩაში სისუფთავეს და თავიდან ავიცილოთ ქუჩების ფეკალიებით დაბინძურება).

თეონა ყურშუბაძე
2022-12-11