სპორტული ინფრასტრუქტურა

#20193 აირსოფტის ექსტრიმ ტურნირი ბათმში

პირველ რიგში მოგახსენებთ თუ რა არის აირსოფთი(სტრაიკბოლი), აირსოფტი არის სპორტული სამხედრო სიმულატორი(თამაში) რომელიც შეიქმნა იაპონიაში და დღეს-დღეობით საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს საქართველოშც, მე უკვე 7 წელია ვარ დაკავებული სპორტის ამ სახეობით, საკუთარი სახსრებით შევიძინე სათამაშდ საჭირო იარაღი და აღჭურვილობა რომელიც ნამდივილის ანალოგია და ამით რეალიზმს ჰმატებს სპორტის ამ სახეობას, ვგეგმავ სხვადასხვა სპეცოპერაციებს(მაგალითად მძევლის გადარჩენა, გამაგრებული პოზიციის შტურმით აღება, დროშების გათავისუფლება და ასე შემდეგ) რომლებიც სხვა მსგავს(პეინტბოლთან) სპორტულ სახეობებთან შედარებით უფრო რეალურია და მონაწილეებისთვისაც გაცილებით საინტერესო. აირსოფტის თამაში გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ ამის გამო ძალიან ბევრი მოხალისე რომლებიც მიკავშირდება ფეისბუქ გვერდზე ვერ ახერხებენ თამაშზე დასწრებას, ხოლო ჩემი იდეით ხელმისაწვდომი გახდება ამ დიდ ტურნირში მონაწილეობის მიღება, ტურნირი გაგრძელდება მთელი სეზონის განმავლობაში, რითაც ჩვენს ახალგაზრდებს ცოტაოდენით მაინც ონლაინ თამაშებიდან გამოვიყვანთ რეალურ სამყაროში და ვაჩვენებთ, რომ იმ ემოციების მიღება არამხოლოდ ონლაინის მეშვეობით არამედ რეალურ სამყაროშიც არის შესაძლებელი. აირსოფტის თამაშები ძირითადად ტარდება სხვადასხვა მიტოვებულ ტერიტორიებზე ან ტყეებში, ჩვენს მიერ გამოყენები ტყვიები გახლავთ „ბიო“ და ზიანს არ აყენებს ბუნებას.

სპარტაკ წულუკიძე
2022-11-19

სპორტული ინფრასტრუქტურა

#20194 ღია საკალათბურთო მოედანი პარკში

სამწუხაროდ ბათუმში არ არსებობს არც ერთი ღია საკალათბურთო მოედანი (რათქმაუნდო თუ არ ჩავთვლით ეზოებში მწვანე ნოხის საფარიან მოედნებს, სადაც თამაში და თავშეყრა სახიფათო და მაცხოვრებელთათვის შემაწუხებელია). ამიტომ ვფიქრობ საუკეთესო ინვესტიცია შეიძლება გახდეს ახალი მოედნის შექმნა მოსწავლე ახალგაზდობის პარკში, დელფინარიუმის უკან არსებული უადგილო და სრულიად გაუმართლებელი ავტოსადგომის ტერიტორიაზე. აღნიშნული ლოკაციის არჩევით პარკი განთავისუფლდება ავტომობილების უაზრო და გაუმართლებელი ტრაფიკისაგან და ხარისხობრივად მაღალ საფეხურზე აწევს თავის მნიშვნელობას როგორც სარეკრეაციო ზონა. ღია საკალათბურთო მოედნის გაჩენა უდიდესი საჩუქარი იქნება როგორც კალათბურთის მოყვარულთათვის, ასევე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ტურისტებისთვის და ახალგაზრდობისათვის. ეჭვგარეშეა რომ ახალი ხარისხიანი სპორტული ლოკაციის გაჩენა ყველასათვის პოზიტიური და სასიამოვნო ჟესტი და სჩუქარი იქნება ქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან. რაც შეეხება ამ პროექტის უპირველეს მიზანს და დანიშნულებას, ესენია : ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში, მათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა, ახალი ურთიერთობის და მეგობრების შეძენის საშუალება, კალათბურთის და სპორტის მოყვარულთათვის უსაყვარლესი ლოკაციის გაჩენა შუა გულ ქალაქში, პარკის როგორც სარეკრეაციო სივრცის ხარისხის და მნიშვნელობის ახალ საფეხურზე აყვანა, ქალაქის სტუმრებისა თუ ტურისტებისთვის ახალი სპორტული ლოკაციის შექმნა.

ლევან მამალაძე
2022-11-20