სკოლამდელი, არაფორმალური და პროფესიული განათლება

#20062 მწიგნობარი

დღეისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის დაბალი დონე, ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სამოქალაქო და სასკოლო ღონისძიებებში. ეს ყოველივე გამოწვეულია საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების სიმცირით, ჩვენს სამოქალაქო ცენტრში მოსწავლეებისთვისდა არა მარტო მათვის ხელმისაწვდომი იქნება სამოქალაქო ლიტერატურა და ყველას შეეძლებათ ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში. რადგან სწორი ინფორმაციის მიწოდება სწორედაც, რომ განსაზღვრავს მომავალში მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოებას. გარდა ამისა ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი მოსამზადებელი კურსები. ეს კი ხელს შეუწყობს მათთვის სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავებას და დაეხმარებათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესაბამისად მაქსიმალური საბაზო ცოდნის მიღებაში.

მანანა წულუკიძე
2019-06-10