#20218 ადაპტირებული ბათუმი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან საზოგადოების ისეთივე წევრები, როგორც სხვა დანარჩენი. საზოგადოებას გვაქვს როგორც უფლება, ასევე მოვალეობა, რომ ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. სამწუხაროდ დღესდღეობითაც რეგიონშიც აქტიურდა დგას პრობლემა სპეციალური საჭიორების მქონე პირებისათვის საჭირო ინფრასტუქტურის არ არსებობისა. აუცილებელია აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები უნდა იყვნენ უფრო მეტად სოციალურები და აქტიურად ჩაერთონ საზოგადობრივ ცხოვრებაში. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ის არის, რომ შშმ პირებს გავუადვილოთ კომუნიკაცია და დავეხმაროთ მათ ადაპტაციაში, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მათ უფრო მეტი თავდაჯერებულობა იგრძნონ, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.