გამწვანება

#20032 მწვანე ტურიზმი (1 ტურისტი = 1 ხე)

1.აუთვისებელი ტერიტორიების მიზნობრივი დატვირთვა ; 2.რეგიონში ტურისტის მოგზაურობის სიმბოლიზირება - რეგიონში ყოფნის პერიოდში თითოეული ტურისტი რგავს თითო ხეს სიმბოლურად , რის გამოც იზრდება ალბათობა იმისა რომ ის რეგიონში ისევ დაბრუნდება, რათა ნახოს მის მიერ დარგული ხის მდგომარეობა; 3.ტურისტს სამახსოვროდ მიაქვს სერთიფიკატი სუვენირის სახით. 4.ბუნებრივი გარემოს აღდგენა; 5.სუფთა ჰაერი; 6.გამწვანების ზოლის გაზრდა; 7.გამწვანების ერთიან პრობლემაში ტურისტების ჩართვით მათი მოტივირება; 8.ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება; 9.რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ; 10.ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა.

მარიამ მიქელაძე
2019-06-03

მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები

#20037 უფასო ინტერნეტი ცენტრალურ პარკში

პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის ცენტრალური პარკის ვიზიტორებისათვის დამატებითი მომსახურების შეთავაზება - უფასო Wi-Fi ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფა პარკის ტერიტორიაზე. Wi-Fi ინტერნეტ კავშირის სერვისი ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების მოზიდვას, ასევე ე.წ HotSpot ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ღონისძიებების, კაფეებისა თუ რესტორნებისთვის დამატებითი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობა. მოცემული პროექტის ფარგლებში გამოყენებულ იქნება AdWave მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმოდგენს ე.წ Hotspot ტექნოლოგიას და იძლევა საშუალებას განახორციელო მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანიები Wi-Fi უსადენო კავშირის სისტემების გამოყენებით. პლატფორმა AdWave წარმოადგენს ეფექტურ WIFI მარკეტინგის ინსტრუმენტს, რომელიც გთავაზობთ თქვენს მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების და უკუკავშირის მიღების ახალ გზას.

ვლადიმერ კუვშინოვი
2019-06-07