კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20151 საერთო სამუშაო ჰაბი ბათუმში

ბათუმი არის ქალაქი, სადაც ცხოვრობს უამრავი ქართველი, ასევე უცხოელი ფრილანსერი, ადამიანები უფრო და უფრო აქტიურად მუშაობენ დისტანციურად, პანდემიის ფონზე კი საქართველოს მთავრობამ მოიწვია უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომ იმუშაონ დისტანციურად საქართველოდან. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად დგას საჭიროება შეიქმნას ჰაბი, სადაც ახალგაზრდებს, ფრილანსერებს, და ზოგადად ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს საერთო სამუშაო სივრცე. Coworking კულტურა უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს, ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში დგება მსგავსი სივრცეების არსებობის საჭიროება. სივრცის მიზანი იქნება: 1. მისცეს შესაძლებლობა ქართველ და უცხოელ ფრილანსერებს ქონდეთ სტაბილური საერთო სამუშაო სივრცე (კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ) 2. მისცემს ახალგაზრდებს, ანტრეპრენერებსა და სტარტაპერებს, ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შესაძლებლობას გამოიყენონ საერთო სამუშაო სივრცე უსასყიდლოდ, ან სიმბოლურ ფასად, შესაბამისად მოხდება მსგავსი საქმიანობის ზოგადი ხელშეწყობა. 3. სივრცე ხელს შეუწყობს ქალაქის გავითაფრებას, სხვადასხვა ტიპის კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებების მასპინძლობას სივრცე იქნება მრავალფუნქციური, იქნება როგორც საერთო სამუშაო სივრცის ოთახები, ასევე საგამოფენო/სატრენინგო დარბაზი და კაფეტერია. მსგავსი სივრცე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა ადამიანის გააქტიურებასა და საინტერესო იდეების განვითარების ხელშეწყობაში.

თეონა დალაქიშვილი
2020-09-01

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20150 ბათუმის სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბება

პროექტის მიზანია, ქ. ბათუმში გაჩნდეს ახალგაზრდებისათვის სამაგიდო თამაშების კუთხე, სადაც ახალგაზრდები, და არამარტო, სხვა დაინტერესებული პირები, უფასოდ შეძლებენ: ა) საინტერესო სამაგიდო თამაშების თამაშის სწავლებას; ბ) სამაგიდო თამაშების თამაშს, ათვისებას; მათ შესახებ ინფორმაციის მიღებას; გ) შემეცნებითი სამაგიდო თამაშების თამაშით სასარგებლო უნარების გამომუშავებას; დ) მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლების გაცნობას; ე) ჯანსაღი, ალტერნატიული გართობის საშუალებისათვის სივრცის შექმნას. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აქვე აღვნიშნავ, რომ „სამაგიდო თამაშებში“ არ იგულისხმება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აზარტული, მომგებიანი ან სხვა თამაშობები, არამედ გასართობი (როგორიცაა მაგალითად ჭადრაკი, Settler of catan ა.შ), შემეცნებითი, მათ შორის ისტორიული ხასიათის მატარებელი სამაგიდო თამაშები, რომლებიც ეხმარება მოთამაშეს კოგნიტური, სოციალური, მახსოვრობის, ლიდერობის, მოლაპარაკების უნარების და სხვა აუცილებელი თვისებების გამომუშავებაში.

გიორგი კეკენაძე
2020-08-31

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

#20146 "ბათუმი-ველოქალაქი"

"ბათუმი-ველოქალაქი" პროექტის მიზანია ველომომხმარებელთათვის ადაპტირებული და ინკლუზიური ველოგარემოს შექმნა. ასევე, ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობაზე ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა. ბათუმის გეოგრაფიულ-ლადშაპტური მონაცემები შესაძლებლობას იძლევა ქალაქმა გააგრძელოს ველოგარემოსა და ველოუსაფრთხოების გაუმჯობესების პოლიტიკა. ველოინკლუზიურობის უზრუნველყოფის მიზნით პროექტში გათვალისწინებულია ბათუმის ადინისტრაციული საზღვრების შიგნით, ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხო ველოგასაჩერებელი ადგილების, ველოსიპედის შესაკეთებელი ხელსაწყო კარადებისა მოწყობა-განთავსება.

ანა ნიქაბაძე
2020-08-16

კეთილმოწყობა

#20164 ჭკვიანი ქალაქი (Smart city); პარკირების ჭკვიანი სისტემა

პარკირების ჭკვიანი სისტემა - აღნიშნული გადაწყვეტა წარმოადგენს თანამედროვე ქალაქების ერთ-ერთ პასუხს პარკირების პრობლემის შესამცირებლად. იგი ამარტივებს და მეტად კომფორტულს ხდის საპარკინგე ადგილების მოძებნას და მათთან უმოკლესი გზით მისვლას. დღესდღეობით ქალაქში სულ უფრო პრობლემური ხდება პარკირება. საპარკინგე ადგილის ძიებაში მძღოლები ხარჯავენ უამრავ დროს და ენერგიას, ხშირად აფერხებენ ქალაქში ისედაც გადატვირთულ მოძრაობას და მოიხმარენ ზედმეტ საწვავს, რითიც დამატებით აბინძურებენ გარემოს. ხშირად მოქალაქეებს ამდენი სიარულის შემდეგაც მანქანის დაყენება სასურველი ადგილიდან შორს უწევთ, ან საერთოდ ვერ ახერხებენ ქუჩაში პარკირებას და ტოვებენ ავტომობილს შეუსაბამო ადგილებში, რაც შემდგომში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებს.

შოთა გურგენიძე
2020-09-04

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20184 ქართული საბრძოლო ხელოვნების თანამედროვე მუზეუმი

ქართული საბრძოლო ხელოვნების, როგორც ქართული კულტურის ერთერთი უმთავრესი ნაწილის პოპულარიზაცია, საქართველოს საბრძოლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება, აღსაზრდელი თაობის ინტერესის გაღვიძება ტრადიციული საბრძოლო კულტურის მიმართ, ქ. ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურულ-ტურისტული ობიექტის შემატება. ჩვენი ქვექნის კიდევ ერთი საამაყო კულტურის ნაწილის, ქართული საბრძოლო ხელოვნების გაცნობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის. საქართველო როგორც ცივილიზაციის აკვანი, დიადი საბრძოლო კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა და ქართული საბრძოლო ხელოვნების თანამედროვე მუზეუმი ქ. ბათუმში იქნება ერთერთი მთავარი კერა ჩვენი საამაყო საბრძოლო კულტურის შესაცნობად.

ღვთისავარი ხასიევი
2020-09-05

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20158 თანამედროვე ხელოვნების კედელი - გალერეა

ბათუმი არის ტურისტული ქალაქი, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების წარმოსაჩენად ესაჭიროება ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები. ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს, ტრადიციულ კულტურულ სანახაოებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობა. დღეს ასეთი ლოკაციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებში. ასევე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ნამუშევრები გააცნონ ფართო საზოგადოებას. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი და უცხოელი ხელოვანები.

ლევან გელიაშვილი
2020-09-04