კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20084 ბათუმის კულტურული რუკა

პროექტის მიზანია ბათუმის შესახებ ერთიანი საინფორმაციო რესურსის შექმნა, რომელიც გააერთიანებს კულტურულ - საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტურისტულად საინტერესო ლოკაციებს, მათთან დაკავშირებულ ისტორიებს... გადმოცემული იქნება ბათუმის კულტურული და ურბანული განვითარების ადრინდელი, ახალი, ცნობილი და უცნობი მოვლენები, პერსონები, ისტორიები, ადგილმინიშნებები,. ბათუმის კულტურული რუქა შედგენილი უნდა იყოს, არამარტო როგორც ტურისტული პროდუქტი - სავიზიტო ბარათი და გზამკვლევი საინტერესო, მიმზიდველი ისტორიებით, არამედ, როგორც საგანმანათლებლო რესურსიც. შესაძლებელია განვიხილოთ რუკაზე ინფორმაცის ატვირთვა სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით(მრავალთაგან რომელიმე), რაც უფრო მოსახერხებელს გახდის რესურსთან მომხმარებლების ურთიერთობას.

ირაკლი ღლონტი
2019-10-30

ქუჩების, სკვერების, პარკების და სხვა საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა

#20085 ძაღლების პარკი

პროექტი ორიენტირებულია შეიქმნას სპეციალიზირებული გარემო ძაღლებისათვის, სადაც მათ შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ აქტიურობა. მოცემული პარკი საშუალებას მისცემს როგორც ცხოველებს, ასევე მათ მეპატრონეებს სოციალიზაციისთვის. ასევე, პარკი წარმოადგენს ტურისტულ ობიექტს, რომელიც ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. მომხმარებლებს შეუძლიათ პარკის გამოყენება ცხოველების შესასწავლად და მათი ენერგიის განტვირთვისთვის, რაც ხელს შეუწყობს პარკის გარეთ თანაცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მსგავსი ადგილი იზიდავს ასევე მოსახლეობას რომელსაც არ ჰყავს შინაური ცხოველი, ძაღლების საზოგადოებაში პოპულარული იმიჯის გამო, ბევრი იქნება მსურველი პარკის უბრალოდ ნახვისა ან სურათის გადაღება.

მევლუდ საბაშვილი
2019-10-30

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20090 პროცესი - მულტიფუნქციური სივრცე

„პროცესი“ – მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ არტისტებს მიეცემათ თავის გამოხატვის და რეალიზების საშუალება, ბათუმის პოპულარიზაციისთვის მუდმივად შეიქმნება პროდუქტი. სივრცე აღჭურვილი იქნება არტისტებისთვის საჭირო ეკიპირებით, ხმის-სისტემით და დასაკრავი აპარატურით. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ფართი (ძველი სამოქალაქო თავშესაფარი, 900 კვ.მ), სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება, თავის მხრივ უნიკალურად ადაპტირებულია აღნიშნული საქმიანობისთვის. სივრცე, დღის განმავლობაში ვიზიტორებისთვის იქნება ღია, ბათუმის ღირშესანიშნაობებისა და ისტორიის გასაცნობად, იფუნქციონირებს ბათუმის მინი-მუზეუმი.

ნიკო გორგოშაძე
2019-10-30

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

#20091 შენი უსაფრთხო ნაბიჯი ჩვენს ქალაქში

ჩვენი პროექტი სახელწოდებით "შენი უსაფრთხო ნაბიჯი" ჩვენს ქალაქში, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის, მართვისა და მუდმივი ფუნქციონირების მიმართულებით. ჩვენი მიზანია შეიქმნას საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ტრენინგ ცენტრი, რომელიც შემდგარი იქნება კვალიფიციური, სერთიფიცირებული და გამოცდილი გუნდისგან. დაინტერესებულ პირს, როგორც ფიზიკურს ისევე იურიდიულს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია "შრომის უსაფრთხოების ნორმების" შესახებ ერთჯერადად.მიზნად ვისახავთ ტურისტულ ობიექტებს, ტურისტულ სააგენტოებს დავეხმაროთ და მივცეთ რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის, მართვის და მუდმივი ფუნქციონირების მიმართულებით.რათა ამაღლდეს ტურისტული მომსახურების ხარისხი. შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას , ასევე ჩვენს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს.

მინდია დანელია
2019-10-30