#20216 ბათუმის პედესტალი
ბათუმი ქანდაკებებისა და მონუმენტების სიმრავლით გამოირჩევა და შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ კიდევ ერთი სკულპტურა ზედმეტიც კი იყოს, მაგრამ პროექტი „ბათუმის პედესტალი“ უპრეცედენტო იდეაა, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ შექმნილა. შესაბამისად მისი, როგორც, ღირსშესანიშნაობის საჭიროება და პოპულარობა მარტივად პროგნოზირებადია. „ბათუმის პედესტალის“ მთავარი ამოცანაა შეიქმნას და დაიდგას პედესტალი ეგრედ წოდებული ციკოლი, პირობითად (ადგილი შეირჩევა მერიასთან თანამშრომლობით) ბათუმის საოცორებათა პარკის შესასვლელთან, რომელზეც განთავსდება სპეციალური კომისიის მიერ ან საზოგადოებრვი კონსესუსის შედეგად შერჩეული ქანდაკება, სკულპტურა ან ინსტალაცია ერთი წლის ვადით, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება და განთავსდება ახალი ნამუშევარი. შესაძლოა პედესტალზე განთავსდეს კომერციული ხასიათის ობიექტიც,რაც „ბათუმის პედესტალს“ აქცევს როგორც შემოსავლის წყაროდ ასევე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილს რეკლამისთვის. ყოველი სკულპტურის/ინსტალაციის გახსა იქნება სანახაობრივი და საინტერესო,როგორც ტურისტებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის და შესაბამისად მედიისთვისაც.
პროექტის უმთავრესი მიზანია თანამედროვე ხელოვნებისა და თანამედროვე ხელოვანთა ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია საზოგადებრივი საგამოფენო სივრცის შექმნით და გამოსაფენი ადგილების ხელმისაწვდომობის კუთხით, რომელიც იქნება უსასყიდლო მნახველებისთვის. პროქტის გრძელვადიანი მიზანია, მსოფლიო ხელოვანთა დაინტერესება და მათი ჩართულობა, რათა ბათუმი გახდეს, თანამედროვე ხელოვნების ხელშემწყობი და მხარდამჭერი ქალაქი.
პროქტის მიზანია:
⬬ ბათუმის პოპულარიზაცია თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა პლატფორმაზე;
⬬ თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერი სივრცის შექმნა და მისი პოპულარიზაცია;
⬬ ბათუმის წარმოჩინება, როგორც საჯარო სივრცე კულტურულისა და სოციალური ჩართულობისთვის;
⬬ საჯარო ჩართულობა და დებატები საზოგადებრივი ხელოვნების, ქალაქის დიზანისა და ბათუმის საჯარო სივრცეების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პლათფორმებზე;
⬬ თანამედროვე საზოგადო ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
⬬ თანამედროვე ხელოვნების სტანდარტის შექმნა და ხელოვანთათვის შესაძლებლობის მხარდაჭერა.