კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20171 სპორტული ფესტივალი - „დედამიწა და ბურთი მრგვალია“

პროექტის მიზანია ბათუმი ჩადგეს და დარჩეს ევრიპული ქალაქების წრეში, რომელთათვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება და სპორტი ურყევი ფასეულობაა. პანდემიის მიერ გამოწვეული თითქმის 3 წლიანი შესვენების შემდეგ უდიდესი სპორტული მოვლენის ცოცხალ რეჟიმში გულშემატკივრობა, ყველაზე ფართო აუდიტორრის მქონე ღონისძიებაში ფიზიკური და ვირტუალური მონაწილეობა, ახალი ვარსკვალები, განუმეორებელი მომენტები, ბედნიერი თაობები და დროის მიერ ხელუხლებელი ემოციები... მსოფლიო თასის მიმდინარეობით გამოწვეული და მოტანილი ბედნიერი წუთების გაზიარება, სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის განხორციელების მიზეზი. განსაკუთრებულად აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ბათუმს 2018 წელს "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს სტატუსი მიენიჭება. ჩვენი მიზანია ამ სტატუსის შენარჩუნება და ქალაქი ვაქციოთ ერთი თვის განმავლობაში სპორტის ეპიცენტრად.

ამირან ხომერიკი
2021-09-30

ქუჩების, სკვერების, პარკების და სხვა საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა

#20176 მობილური - ჭკვიანი შესანახი კარადა

პროექტი მიზნად ისახავს ბათუმში, შავის ზღვის სანაპიროზე ლოკალური და საერთაშორისო ტურისტებისთვის მობილური ჭკვიანი შესანახი კარადის (ების) ინფრასტრუქტურის მოწყობას. წინასწარ შერჩეულ ადგილზე, შავი ზღვის სანაპიროზე მოხდება მობილური ჭკვიანი კარადების ინფრასტრუქტურის მოწყობა სადაც დამსვენებლები შეძლებენ პირადი ნივთების უსაფრთხოდ შენახვას. ჭკვიანი კარადა აღჭურვილი იქნება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც დამსვენებლებს შესაძლებლობას მისცემს თვითონ მართონ შესანახი უჯრა, მობილური აპლიკაციით ან სპეციალური სამაჯურის გამოყენებით.

გიორგი ცეცხლაძე
2021-09-30

გამწვანება

#20180 ბათუმის სამი ფერი

პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის მიზნობრივ ჯგუფში ცნობიერების ამაღლება სამი მთავარი მიმართულებით : წყალი, ჰაერი და მიწა. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს დაავადებები, რომელიც კორელაციაშია ისეთ გარემო ფაქტორებთან როგორიცაა წყლის,მიწისა და ჰაერის დაბინძურება. ასევე მნიშვნელოვიანია მიზნობრივმა ჯგუფებმა შესაბამისი ასკიდან გააცნობიერონ მწვანე და რეკრეციული ზონების გაფართოების მნიშვნელობა ქალაქისთვის. წყალი, მიწა და ჰაერი წარმოადგენს ერთდროეულად ფუნდამენტურ და პრობლემატურ საკითხს, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღალებით პროექტს აქვს როგორც გრძევლადიანი პერსპექტივა, ასევე თვლადი და ეფექტური გავლენა გარემოზე და ჯანმრთელ მომავალზე. მათი მოგვარებით შემცირდება სხვადასხვა დაავადებისა თუ პრობლემის განივთარების რისკები.

ანა კოტორაშვილი
2021-10-01

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

#20184 ბათუმის ტელემედიცინის ცენტრი

პროექტის მიზანია ბათუმის ტელემედიცინის ცენტრის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება კოვიდ 19 პანდემიის პირობებში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, პაციენთა პრეჰოსპიტალური, ამბულატორიული დისტანციურ მართვის გაუმჯობესებისა და საბოლოოდ ჩვენს ქალაქში პანდემიით მიყენებული ადამიანური, სოციალური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანის შემცირებისკენ. პროექტის გრძელვადიანი მიზანი ითვალისწინებს ბათუმის, როგორც საპორტო და საზღვაო ქალაქის მკვიდრთა შორეულ ნაოსნობაში ყოფნის პერიოდში დისტანციური სამედიცინო მომსახურების გაწევასა და მთლიანობაში, ტელემედიცინის საერთაშორისოდ აღიარებული ბენეფიტების მაქსმალურად გამოყენებას.

სოფიო ბერიძე
2021-10-01