კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20157 პოდკასტ ბათუმი

„პოდკასტ ბათუმის“ იდეის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში რომ ბათუმელი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საპოდკასტე სივრცე, ტექნიკური უზრუნველყოფით, რომელიც თავისუფალ დროს ნებისმიერი მათგანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეს ასევე ექნება საგანმანათლებლო დატვირთვაც და მოხალისეებსა და სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება, უშუალოდ მუშაობის პროცესში, პრაქტიკაზე დაყრდნობით აითვისონ ისეთი უნარები როგორიცაა რეჟისურა, მონტაჟი, განათების აწყობა, სტუდიის მოწყობა, სოციალური მედიის მართვა, პროექტის შექმნა, მისი მართვა, ასევე იდეის გაწერა, ბიუჯეტირება და საბოლოო ჯამში რეალიზება. იდეის განხორციელებისას, მოქნილი ფორმატის ფარგლებში, ვისაუბრებთ რეგიონში აქტუალურ სხვადასხვა საინტერესო თემებებზე, სხვადასხვა ავტორიტეტულ სტუმრებთან ერთად, მათთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს და ვიმსჯელებთ უკვე მომხდარ ქეისებზე. საბოლოო ჯამში შეიქმნება სივრცე, რომელიც იქცევა ქალაქში ახალგაზრდების თავშეყრის მნიშვნელოვან ეპიცენტრად, რაც მათ ერთმანეთის გაცნობისა და სხვადასხვა იდეების განხორციელების საშუალებას მისცემს.

გიორგი ბერიძე
2021-09-30

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20159 თეატრალური ფესტივალი - „პერპეტუმ მობილე“ ფესტივალი - Theater Cruise

პროექტის მიზანია, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში მოეწყოს სპექტაკლები ბავშვებისთვის, მოწვეული თეატრალური დასები მრავალფეროვან რეპერტუარს შესთავაზებენ მაყურებელს, მოძრავი ავტობუსი ბათუმის ყველა მუნიციპალურ გამეგობაში ერთი თვის მანძილზე იმოგზაურებს და უფასო სანახაობას წარმოადგენს მაყურებლისთვის. პროექტის მიზანია ყველა სოციალური მდგომარეობის მქონე მაყურებელს შეაყვაროს ხელოვნების ეს სფერო, რომელიც მრავალფეროვანია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ იქნება მარიონეტების, თითების სპექტაკლები. საბავშვო გასართობ პარკებში და ზღვისპირა ტერიტორიებზე , კერძოდ ბულვარის მიმდებარედ წარმოდგენილი სანახაობები ასევე დააინტერესებს ტურისტებს და მათ სხვა ღირსშესანიშანობების შეცნობასთან ერთად მიეცემათ საშუალება მიიღონ ესთეტიურ-კულტურული სიამოვნება და ასევე გაეცნონ რამდენად განვითარებულია თეატრალური კულტურა ჩვენს ქალაში, ასევე მიიღებენ ინფორმაციას ქართული დრამატურგიის, სარეჟისორო, სასცენო და სამსახიობო სკოლების სესახებ, რამდენად გამორჩეულად ძლიერი და საერთაშორისოდ აღიარებულია მსოფლიოში.

სოფიკო თოქმაჯიშვილი
2021-09-30

სკოლამდელი, არაფორმალური და პროფესიული განათლება

#20164 ფორმალური დებატების სასკოლო კლუბების განვითარება

ფორმალური დებატების სხვადასხვა ფორმატი საქართველოში ისწავლება 1999 წლიდან და ათწლეულების განმავლობაში არაერთი ახალგაზრდის წარმატების საწინდარი იყო. ფორმალური დებატების, როგორც სასკოლო კლუბების დისციპლინირებულად წარმართვა მთლიანი ბათუმის სკოლების მასშტაბით გათვლილია, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ხელშესახები მიზნების მიღწევაზე. სკოლის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, განსხვავებული აზრის მოსმენისა და პატივისცემის კულტურის ხელშეწყობა და რაც უმთავრესია, სკოლებში, კლუბური სისტემის განვითარების პროვოცირებას. აღნიშნული პროექტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ბათუმში არსებული სკოლების მოსწავლეებსა და უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას. ფორმალური დებატების სასკოლო კლუბები უზრუნველყოფს ბათუმის უკლებლივ ყველა სკოლაში არაფორმალური განათლების დონის ზრდას.

დავით ფარტენაძე
2021-09-30