კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20113 სპორტული სტადიონი

გამარჯობა ძალიან გთხოვთ ყურადღებით გადაავლოთ თვალი ყველაფერს ეს პროექტი ემსახურება უბნის დასუფთავებასაც ბავშვების ჯანსაღად აღზრდასაც და სპორტულ ინფრასტრუკტურასაც ანუ ჩვენს ეზოში სადაც ცხოვრობს 36 ოჯახი და მინიმუმ 50 არასრულწლოვანი ეზოს ცენტრში არის დაახლოებით 500 კვადრატი ძველი სასახლე სადაც არის ჭაობი გველების და ათასი ქვეწარმავალის ბუდე ეს სასახლე თან მდებარეობას საბავშვო ბაღის წინ რაც ეგეც კი დაუშვებელია ძალიან გთხოვთ ყურადღება გამოიჩინოთ და ამ უბნის ბავშვებს ნატვრა აუხდინოთ ამ სასახლეზე ზევიდან შეიძლება თავისუფლად რო დაიდგას ლამაზი სტადიონი…. რაც ეზოსაც დაამშვენებს სახწლმწიფო ბაღიც გამოიყენებს და ახალი თაობაც ჯანსაღად და მხიარულად გაიზრდებიან …

გოჩა ქარცივაძე
2021-09-14

ეკონომიკური განვითარება

#20117 ჩაქვის ტურისტულად სტრატეგიული ობიექტი (ტურბაზა)

დღეისთვსი უამრავი მშენბლობა მიმდინარებს ქალაქში რაც უფრო დრო გადის ქლაქი უფრო ქაოტური და არამიმზიდველი ხდება დამსვენებლისთვის ამას პლიუს გაჭედილი გზები, მანქანების გამონაბოლქვი, ერთი მეორეზე მიშენებული შენობები და უამრავი სხვა დეტალი რაც საბოლოოდ დამსვენებელს სურვილს უკარგავს ქალაქში დასვენებისთვის, საბოლოოდ ვიღებთ იმას რომ ტურიზმიდან შემოსული თანხა მცირდება და მცირდება ასევე დეველოპერების მოგება (კვადრატული მეტრის ფასიც მცირდება) რაც იწვევს ასევე ბიუჯეტში შესასვლელი თანხის მოცულობის შემცირებას. ამის პარალელურად ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი იწყებს ძებნას ქალაქგარე პროექტების ეს იქნება გაქირავება თუ შესყიდვა, ამის ნათელი მაგალითია დრიმლენდ ოაზისი, პარაგრაფი, კასტელომარე, პროექტი ბოტანიკო მწვანე კონცხზე და აშ. მსგავსი წარმატებული პროექტები თითზე ჩამოსათვლეია რადგან გვაქვს უმაღლესი ხარისხი და კომფორტი. რადგანაც ყველა შევთანხმდით იმაზე რომ მსგავსი პროექტები მეტად მიმზიდველია მყიდველისთვის თუ დამსვენებლისთვის მე გთავაზობთ შეიქმნას კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პეოქტი ჩაქვში რომელიც მოქცეული იქნება ბოტნაიკური ბაღის და შავი ზღვის შუაში (მიწის საკადასტრო კოდი 05.33.21.733) მიწის ფართი დაახლოებით 22 000კვადრატული მეტრია. პროექტის მიზანია განავითაროს და აითვისოს ეს ადგილი, გაავითაროს ჩაქვი ტურისტული მიმართულებით, შექმნას სამუშაო ადგილები ადგილობრივებისთვის, შეიტანოს თავისი წვლილი ეკონომიკაში და თავიდან აგვარიდოს ის ქაოტური მშენებლობა რომელიც ყველას ასე გვაღიზიანებს (შედგება გენ გეგმა რომელიც იქნბება ამის გარანტი).

irakli gvarishvili
2021-09-17

ეკონომიკური განვითარება

#20125 ბათუმი - "IT” საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი

აღნიშნული პროექტის მიზანია ბათუმი ჩამოაყალიბოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ერთი მხრივ მოსახელობის დასქამებას, მეორე მხრივ - ეკონომიკურ განვითარებას. ეკონომიკური განვითარება კი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგანაც ბიუჯეტის ზრდა განაპირობებს სხვა სფეროების დაფინანსების გაზდასაც. ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტი რესურსები გამოიყოს ისეთი დანარჩენ სფეროებშიც, როგორებიცაა: კეთილმოწყობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ. ეკონომიკური განვითარების ეფექტურ საშუალებად მომსახურების სფეროს განვითარება ითვლება, რომლის ერთ-ერთი კატეგორიაა საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ინდუსტრია. სწორედ მოსახურების სფეროს განვითრებას ისახავს მიზანად არაერთი დიდი თუ პატარა ქვეყანა, იქნება ეს ისეთი სუპერსახელმწიფო როგორიცაა აშშ, თუ ჩვენზე ტერიტორიითა და მოსახლეობით პატარა ევროპული სახელმწიფო ლუქსემბურგის სახით, რომელიც ეკონომიკის მხრივ (შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე) ევროპაში პირველ ადგილზეა, რასაც ამ სახელმწიფომ სწორედაც რომ მიაღწია მომსახურების სფეროში წარმატებული მოქმედებით. მომსახურების სფეროს (Service Sector) ტერმინის განმარტებას აქ არ დავიწყებ, რამეთუ ნებისმიერს შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ ვიტყვი რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT) მომსახურების სფეროში შემავალი დარგია, რომელიც თანამედროვე სამყაროს ახალი სფეროა და უკვე დომინანტადაც კი ყალიბდა. ისეთი კომპანიები როგორებიცაა - ამაზონი, გუგლი, ეიფლი, მაიკროსოპტი და ფეისბუქი წლებია ლიდერ პოზიციებზე იმყოფებიან, აღნიშნული კომპანიები კი საინფორმაციო ტექნოლოეგიების სფეროს განეკუთვნება. ბათუმსაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საინფორმაციო ტექნოლოგების სფეროში, ჩამოყალიბდეს ერთგვარ საინფორამციო ტექნოლოგიების ცენტრად.

თორნიკე ადამია
2021-09-24