მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები

#20133 არტ მუს თერაპია და ინკლუზიური სპორტი შშმ პირების ცხოვრებაში

1. შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის ხელის შეწყობა; 2. საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ამაღლება; 3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; 4. თვითრწმენის და მოტივაციის ამაღლება; 5. სამომავლო დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარება; 6. საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ფართო საზოგადოების წინაშე; 7. მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარება; 8. ფანტაზიის უნარის განვითარება; 9. უცხოელი ტურისტების დაინტერესება; 10. ადგილობრივი კულტურის გაცნობა; 11. ფსიქოლოგიის მართვა.

მერი ჩიმაკაძე
2021-09-26

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20135 ფენიქსი

პროექტის მთავარი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს(ინტელექტ კაფის) შექმნა ახალგაზრდებისთვის. ცენტრალურ იდეას წარმოადგენს განვითარება სხვადასხვა ჭრილში. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ქალაქის ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ იდეები, რომელიც მოხდება მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. ჩვენს მიერ დაგეგმილი კრეატიული და ინოვაციური აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითრეალიზაციასა და თვითგანვითარებას.

ლიკა კუცია
2021-09-27

ქუჩების, სკვერების, პარკების და სხვა საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა

#20139 ერთად ბათუმისთვის

წარმოდგენილი პროექტი, მიზნად ისახავს, ქ. ბათუმში, ი.გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სანაპირო ზოლის (კონკრეტულად კი რესტორანი „სანაპიროდან“ რესტორანი „მაჭახელას“ სანაპირო ზოლის ჩათვლით არსებული მონაკვეთი) კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებას რაც უდაოდ წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ მნიშნელოვან ისტორიულ ნაწილს და სავიზიტო ბარათს. პროექტის მიზანია, დამატებით გავაჩინოთ ახალი ტურისტული ლოკაცია, რომელიც სრულად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დამსვენებლებისთვის რაც დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე, ტურისტულ პოტენციალზე და როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ადგილობრივი მოქალაქეების ბიუჯეტზე.

გიგა ფარტენაძე
2021-09-28

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20140 ბათუმის ახალგაზრდული სპორტული საერთაშრისო ფესტივალი

ვინაიდან, ბათუმი 2019 წლიდან არის პირველი ქალაქი, რომელსაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ აქ მოღვაწე სპორტის მუშაკებს გვაკისრია პასუხისმგებლობა დავეხმაროთ ქალაქს ამ სტატუსის შენარჩუნებაში. ჩვენი პროექტის მიზანია ბათუმისათვის მინიჭებული წოდების გავრცელება პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის და წლიდან წლამდე სპორტში ჩართული ადგილობრივი ადამიანების რაოდენობის გაზრდა. პროექტი, გულისხმობს ქ.ბათუმში საერთაშორისო სპორტული ფესტივალის ჩატარებას ფრენბურთსა და კალათბურთში, რომელიც მიიღებს ტრადიციულ სახეს და ყოველი წლის ზაფხულში ბათუმი სპორტულ ზეიმს უმასპინძლებს. ეს პროექტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ სპორტული ტურნირების ჩატარებას, რაც რათქმაუნდა უმნიშვნელოვანესია მასში მონაწილე სპორტსმენებისათვის, არამედ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებლად იმოქმედებს ჩვენს ქალაქში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზეც.

ხათუნა გიორგაძე
2021-09-29

ქუჩების, სკვერების, პარკების და სხვა საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა

#20142 ფერადი ბოქსები სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად

პროექტის მიზანია, ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით, გადასაყრელად განკუთვნილი, მაგრამ საკვებად ან გამოსაყენებლად ვარგისი, პროდუქტების მოთავსება ცალკე , იზოლირებულ, წვიმისგან და ქარისგან დაცულ ე.წ. ბოქსებში (ჰიგიენური და უსაფრთხოების ზომების დაცვით) , რომლებიც იქნება რამდენიმე განყოფილებიანი, განკუთვნილი საკვებისთვის, ტანსაცმლისა და სხვა საოჯახო ნივთებისათვის. აუცილებელია, იყოს გამჭვირვალე კარებისაგან და მიწაზე მყარად დამაგრებული, შესაბამისი მიმანიშნებელი წარწერით ( სიკეთე გადამდებია ან "მადლი ჰქენი, ქვას დადევი"), ისინი განთავსდება ნაგვის ურნების მიმდებარედ ან შორიახლოს, სოციალურად დაუცველი და უმწეო ადამიანების დასახმარებლად.

ვერა ძველაია
2021-09-29

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20146 ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია

საქართველოში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ფილმების წარმოების კუთხით პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ეს ტემპები საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი ვერ ახერებს თავისი პროფესიით მუშაობას და ფილმების გადაღებას. იმისთვის რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნას ფილმი, მათ სჭირდებათ უამრავი ბარიერის გადალახვა. არსებობს მხოლოდ ერთი ფონდი დამწყები რეჟისორებისთვის, რაც საკმარისი არ არის. ასევე ახალბედა რეჟისორებს ხშირად ექმნებათ პრობლემა კვალიფიციური პროდიუსერის დაინტერესების კუთხით. რადგანაც ფილმის წარმოება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს, ხშირად ახალბედა რეჟისორების მიმართ ნდობის ფაქტორი ძალიან მცირეა. ამისათვის საჭიროა ისეთი მცირე კომპანიების არსებობა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისარგებლონ უფასო პროდიუსერული მომსახურებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღონ და შექმნან პორტფოლიო უფრო დიდი კონკურსებისთვის . სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთის საჭიროა გამოცდილების დაგროვება, ხოლო გამოცდილებისთვის კი საჭიროა მცირებიუჯეტიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება და სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება. ფილმის გადაღება ასევე სხვა ხელოვანების (მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ.) ნიჭისა და უნარების წარმოჩენას უწყობს ხელს. ქართული კინოს განვითარებისთვის საჭიროა ალტერნატიული პატარა კომპანიების დაარსება, რომლებიც ახალგაზრდა ხელოვანებს დაეხმარებათ როგორც საპროდიუსერო მიმართულებით ასევე ტექნიკური მომსახურებითაც. ზემოთ აღნიშნული პრობლების მსგავსი ხერხით გადაჭრა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებასა და პოპულარიზებას. ზემოთ აღნიშნული პრობლების მსგავსი ხერხით გადაჭრა ხელს სეუწუობს დარგის განვითარებას და პოპულარიზებას. მიგვაჩნია რომ საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი ლაბორატორიები, სადაც ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალება მიეცემათ აიმაღლონ პრაქტიკული ცოდნა და გადადგან პირველი სერიოზული პროფესიული ნაბიჯი. ბათუმის თანამედროვე კინო ლაბორატორია გახდება პირველი ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია რომელიც წლების მანძილზე წარმოაჩენს არა ერთ ნიჭიერ ხელოვანს. ლაბორატორიის მთავარი მიზნებია: -ქართული კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა. - ახლგაზრდა კინემატოგრაფების, მსახიობების, კომპოზიტორების, კინოოპერატორებისა და სცენარისტების წარმოჩენა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია. - თავისუფალი შემოქმედებითი პროცესებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. - ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა. - ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

გიორგი თებიძე
2021-09-29

ნარჩენების მართვა

#20148 ჩააგდე გამოყენებული ბოთლი და მოიგე 20 თეთრი

აღნიშნულ პროექტს აქვს 2 დადებითი მხარე:1) აპარატები დაგვეხმარებიან ნარჩენების მართვის კუთხით, ანუ პლასტმასისა და შუშის ბოთლების გადამუშავებას შეუწყობენ ხელს ( შუშისა და პლასტმასის ბოთლები ძალზედ ანაგვიანებენ გარემოს და წყალს) რაც შესაძლებელს გახდის მათ ხელმეორედ გამოყენებას. 2) სოციალური კუთხის მხვრივ: სოციალურად დაუცველი ან უსახლკარო ადამიანი შეძლებს ( ბოთლების მოგროვების შემდგომ) დღეში მინიმალური კვებითი რაციონისთვის საჭირო თანხა შეაგროვის,რაც ნამდვილად პოზიტიური და სასიხარულოა.

ალექსანდრე აბუსელიძე
2021-09-29